ბანკის ოპერატორი

    (ინფორმაცია პროგრამის შესახებ)

 

პროგრამის განმახორციელებელი

საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA

საფეხური

მეხუთე

სწავლების ენა

ქართული

ცოტა რამ ბანკის ოპერატორის პროფესიის შესახებ

ბანკის ოპერატორი არის პირი, რომელიც ქმნის ბანკის იმიჯს და   ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოპერატიულად დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ და უზრუნველყოს ბანკისთვის კლიენტების მოზიდვა, ფლობს კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკას და ეხმარება მათ. მასზე დაკისრებული მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით, ის ორიენტირებულია კარიერულ წინსვლაზე; ბანკის ოპერატორის კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურის ოპერატორის თანამდებობაზე. საქართველოში საბანკო სექტორი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთი მზარდი სექტორია ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ბანკის ოპერატორებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ამასთან, საქართველოში აღნიშნული სპეციალობა ჯერ არ არსებულა და ჩვენი პროგრამით პირველები ვთავაზობთ შრომის ბაზარს დიპლომირებულ ბანკის ოპერატორებს, რომელთაც როგორც დიპლომირებულ სპეციალისტებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ დასაქმებისთვის.

რა არის ამ პროგრამის მიზნები?

პროგრამა მიზნად ისახავს ბანკის ოპერატორების მომზადებას საბანკო სექტორისათვის, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ორიენტირებულნი იქნებიან ოპერატიულად დააკმაყოფილონ კლიენტის მოთხოვნები, მიაწოდონ მათ ინფორმაცია საბანკო პროდუქტების შესახებ და უზრუნველყონ ბანკისთვის კლიენტების მოზიდვა.

რა მოთხოვნებია ამ პროგრამაზე ჩასარიცხად?

ამ პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, რაც დასტურდება ზოგადი განათლების ატესტატით ან უფრო მაღალი საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით.

პროგრამაზე ინგლისური ენის კომპეტენციის გასავლელად წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა Elementary დონეზე.  თუ დადგინდება, რომ სტუდენტს აღნიშნული კომპეტენციები არ გააჩნია, ის ვალდებულია კურსის გავლამდე გაიაროს აკადემიის ენების სკოლის მიერ შეთავაზებული შესაბამისი სასერტიფიკატო კურსი.

რა კვალიფიკაცია მიენიჭება კურსდამთავრებულს?

კურსდამთავრებულს მიენიჭება ბანკის ოპერატორის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას?

პროგრამის დასრულებისას გაიცემა ჩვეულებრივი ან წარჩინების პროფესიული დიპლომი.

როგორია პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა?

პროგრამის მოცულობაა 120 კრედიტი. ერთი კრედიტი გულისხმობს 25 საათიან დატვირთვას (როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას). ამრიგად, პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა 3000 საათი უნდა დახარჯოს. პროგრამა დაახლოებით 98 კვირა გაგრძელდება.

არსებობს თუ არა პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა?

ყველა პროგრამა იძლევა პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას. თუ თქვენ გაქვთ კვალიფიკაცია მონათესავე სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ფლობთ ბანკის ოპერატორისათვის საჭირო ცოდნის და უნარების 50% ან მეტს, შეგიძლიათ გაიაროთ პროფესიული გადამზადება და უფრო მოკლე ვადაში მიიღოთ ბანკის ოპერატორის კვალიფიკაცია.

რა კომპეტენციებს ავითარებს ეს პროგრამა?

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული განივითარებს შემდეგ კომპეტენციებს:

ცოდნა და გაცნობიერება: ეცოდინება: საბანკო საქმე, საბანკო მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და კრედიტები,  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები, ფინანსური აღრიცხვის პრინციპები (ბიზნეს ერთეულის  საქმიანობაში აღრიცხვის ფუნქციისა და მნიშვნელობის ცოდნა და განხორციელება),  საქმიანი ურთიერთობების წესები, კლიენტთა მოთხოვნების გამოვლენის ტექნიკა, კონფლიქტურ სიტუაციებში მოქცევის წესები, დარწმუნების მეთოდები, კლიენტების მომსახურეობის უნივერსალური სტანდარტები, დოკუმენტებთან მუშაობის წესები. იცნობს საბანკო პროდუქტებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ფინანსური მონიტორინგის სტანდარტებს, საბანკო დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმებს, თაღლითობის თავიდან აცილების პოლიტიკას, საბანკო სისტების მარეგულირებელ საკანონმდებლო  აქტებს, დისტანციური მომსახურეობის მეთოდებს (MobileBanking, Internet Banking).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: 

შეეძლება: საბანკო პროდუქტების გაყიდვა, კლიენტის დარწმუნება,   პროგრამულ კომპლექსებში მუშაობა,   კლიენტის პირველადი იდენტიფიკაცია საბანკო პროდუქტის გაფორმებისას (დეპოზიტი, პლასტიკური ბარათი, მიმდინარე ანგარიში, გზავნილი, საკრედიტო პროდუქტი და სხვა), კლიენტის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა,  იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს - (MS OFFICE, OS WINDOWS, OS LINUX, OPEN OFFICE, INTERNET).

დასკვნის გაკეთების უნარი: შეეძლება: კლიენტებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი. განსხვავებულ სიტუაციებსა და შეზღუდული დროის პირობებში კლიენტურის მოთხოვნების ანალიზი და მათი შესრულების ოპტიმალური გზების ძიება; ექნება:  საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების გაგებისა და ანალიზის უნარი; კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

კომუნიკაციის უნარი: შეეძლება: ოფიციალური მიმოწერის წარმოება, სტანდარტული დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება და წარდგენა სპეციალობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენებით, მათ შორის უცხო ენაზე. შეუძლია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან წერილობითი და ზეპირი  კომუნიკაცია რუსულ და ინგლისურ ენაზე საბანკო საქმიანობასთან  დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენებით. ანგარიშების მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით; შეუძლია საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა/დემონსტრირება ვიზუალურ-თვალსაჩინოებითი საშუალებების გამოყენებით, შეუძლია საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება (Mail, Outlook და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები). შეუძლია ზეპირი კომუნიკაციისას სალაპარაკო მოდულების გამოყენება. შეუძლია პოტენციური კლიენტების კონსულტირება.

სწავლის უნარი: შეეძლება: საბანკო საქმიანობის სფეროში კარიერული წინსვლის დაგეგმვა და ამისათვის აუცილებელი სწავლის საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა. შეუძლია ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, გათავისება, გაზიარება და კრიტიკული ანალიზი, საბანკო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება, მოდიფიცირება, არგუმენტირებული დასაბუთება, ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და ანალიზი. 

ღირებულებები: შეაფასებს საკუთარ და სხვების დამოკიდებულებას ობიექტურობის, პროფესიული კომპეტენტურობის, ვალდებულების შესრულების და კონფიდენციალობის დაცვის პრინციპებისადმი და ზრუნავს ამ პრინციპების დაცვაზე. გათავისებული ექნება სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებსა და კლიენტებთან ურთიერთობისას დადგენილი ეთიკური ნორმები. დაიცავს კორპორატიული ეთიკის კოდექსს, ბანკის პროფესიონალურ იმიჯს (dress-code და სხვა). იქნება პუნქტუალური, მოწესრიგებული, შეეძლება კომპეტენციის ფარგლებში კოლეგების კონსულტირება პროფესიულ საკითხებზე. ეცოდინება მისი ფუნქციონალური და ხაზობრივი ხელმძღვანელის ფუნქციები და დაიცავს მათთან ურთიერთობის წესებს, ოპერატიულად შეასრულებს ხელმძღვანელისგან მიღებულ ინდივიდუალურ დავალებას. შეეძლება კონფლიქტების მართვა, დროის მართვა,  სტრესთან გამკლავება, არასტანდარტულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა, ინიციატივის გამოვლენა.

ვინაა პარტნიორი დაწესებულება ამ პროგრამის განხორციელებაში?

პროგრამა ხორციელდება „პრივატბანკთან“ და „კავკასიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოო პრაქტიკების გატარებას სტუდენტებისათვის ან სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

 

დამატებითი ინფორმაცია ადამიანური და მატერიალური რესურსის, სტუდენტის მიღწევების შეფასების, სწავლის საფასურის, მისი გადახდის პირობების და სხვა სახის რეგულაციების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდის შესაბამის რუბრიკებში ან დაგვიკავშირდით.

 

ღონისძიებები

მთავარი მენიუ

არაფორმალური განათლების აღიარება

პირებს, რომლებიც ფლობენ ჩვენ მიერ გამოცხადებულ რომელიმე პროფესიას, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი დიპლომი, შეუძლიათ მოგვმართონ არაფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით.

დეტალურად