სწავლებისა და სწავლის მეთოდები

სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. საგნის ხელმძღვანელს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., ლექციაზე ლექტორი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვა. ამრიგად, სწავლებასწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე აირჩიეთ სწავლების შესაბამისი ვარიანტი. 

კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე  სწავლების და სწავლის პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:

  

  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი, იგულისხმება ლექციისა და სემინარის ზეპირი გადაცემა ან  Power Point –ით პრეზენტაცია;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი - დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
  • წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც მოიცავს ტესტურ მუშაობას, ქვიზების, სავარჯიშოებისა და ამოცანების ამოხსნას, ძირითადი და დამატებითი  სასწავლო ლიტერატურიდან კონსპექტების, თეზისების, ესეებისა და რეფერატების მომზადებას;
  • ჯგუფში დისკუსია/დებატები, რაც ითვალისწინებს სტუდენტების კამათში გამოწვევა, ინტერაქტიული ლექციის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებას;
  • გუნდური მუშაობა, რაც ითვალისწინებს აკადემიურ ჯგუფებში   5-6 კაციანი გუნდების ჩამოყალიბებას, გუნდებში ლიდერული უნარების მქონე პიროვნებათა გამოვლინებას, გუნდების მიერ სემინარებისა და დროში გაწერილი საწავლო-შემოქმედებითი პროექტების ერთობლივ პრეზენტირებას, გუნდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას;
  • თანამშრომლობითი მეთოდი, როცა ხდება სტუდენტთა  ცოდნისა და გადმოცემის უნარის ურთიერთშეფასება, სტუდენტთა თვითშეფასების გამოყენება საბოლოო შეფასების ფორმირებისას;
  • შემთხვევების განხილვა და ანალიზი (case-studies), რომელიც აღწერს ისეთ კონკრეტულ სიტუაციებსა და პრობლემებს, რომლებიც საჭიროებენ განსჯას. ეს მეთოდი ემსახურება სტუდენტთა ლოგიკური აზროვნების წახალისებას;
  • გონებრივი იერიში გულისხმობს სტუდენთა გონებრივი შესაძლებლობების რეალიზაციის სტიმულირებას, რომლის დროსაც ერთი საკითხის ირგვლივ ხდება სტუდენტთა სხვადასხვა იდეების გენერირება და მათი კლასიფიკაცია  პრიორიტეტულობისიხედვით
  • ინდუქციის, დედუქციის, ანალიზისა და სინთეზის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური და ეკონომიკური მოვლენების აღწერისას;
  • დემონსტრირების მეთოდი იყენებს ბეჭდურდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მასალებს, სასწავლო ფილმებს, ინტერნეტ წყაროებს, აუდირებას, ცალკეული მოქმედებების დემონსტრირებას ლაბორატორიული მუშაობის დროს (საოფისე პროგრამები) და სხვა
  • ლაბორატორიული მუშაობის მეთოდი - გულისხმობს ვიდეო მასალის, დინამიკური ხასიათის მასალის ჩვენებას, პედაგოგისა და სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარის დემონსტრირებას და სხვა;
  • ახალი ინფორმაციის/მასალის დამოუკიდებლად მოძიება და საშინაო დავალებების ჯგუფური    განხილვა; 
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას;
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება -პედაგოგისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობა სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია;
  • რო­ლური და სიტუაციური თა­­მა­შე­ბი - თამაშის ტიპის მეთოდი, რომლებიც მოიცავენ საქმიან (როლურ) თამაშებს, სასწავლო თამაშებს, სათამაშო სიტუაციებს (სიტუაციურ თამაშებს), სათამაშო ხერხებსა და პროცედურებს.
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი - მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ, პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვა ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
  • და სხვა;
 

ღონისძიებები

მთავარი მენიუ

არაფორმალური განათლების აღიარება

პირებს, რომლებიც ფლობენ ჩვენ მიერ გამოცხადებულ რომელიმე პროფესიას, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი დიპლომი, შეუძლიათ მოგვმართონ არაფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით.

დეტალურად