ჩვენი მთავარი ფასეულობები

 

საქმიანობის გამჭვირვალობა:

ჩვენ ვიცავთ, როგორც ჩვენი სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის, ისე ჩვენი თანამშრომლებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების პრინციპს. ჩვენი საქმიანობა არის უშუალო და ღია;

 

ღია კომუნიკაცია:

ერთმანეთთან ურთიერთობაში ვართ ღია, სამართლიანი და კონსტრუქციული, სამსახურში კონფლიქტებს ვუდგებით პროფესიონალურად და ვთანამშრომლობთ მათ გადასაჭრელად;

 

სოციალური პასუხისმგებლობა და სამართლიანობა:

ჩვენს მიერ ფასდება სტუდენტების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რათა ხელი შევუწყოთ მათ ადეკვატური განათლების მიღებაში. სტუდენტებსა და თანამშრომლებს ვეპყრობით პატივისცემით და სამართლიანად მათი ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობის, ენის, სქესის ან რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად;

 

მომსახურებაზე ორიენტაცია:

თითოეულ სტუდენტს ვემსახურებით კეთილგანწყობით, კომპეტენტურად და თავაზიანად. ვთავაზობთ მათ მომსახურეობის ფართო სპექტრს.

 

მაღალი პროფესიონალური და პიროვნული სტანდარტები:

ყოველი თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხზე და ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა. თითოეულ მათგანს მოეთხოვება პირადი ღირსება და პატიოსნება.

 

ღონისძიებები

მთავარი მენიუ

აკადემიური კალენდარი

onlain sistema