აკადემიის ისტორია Home »

საქართველოს ბიზნესის აკადემია დაფუძნდა 2010 წლის 4 ნოემბერს. 2011 წელს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. ამ დროისათვის აკადემია ახორციელებდა საბაჟო საქმის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის სტანდარტების შემუშავებაც აკადემიის  ინიციატივით განხორციელდა.

2012 წელს პარტნიორების ჩართულობით, აკადემიამ  შეიმუშავა აუდიტორის ასისტენტის და  ბანკის ოპერატორის პროფესიული სტანდარტები, წარმატებით მოიპოვა მათი განხორციელების უფლება და 2013 წლიდან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მომხიბვლელი საგანმანათლბელო პროგრამები შესთავაზა საზოგადოებას.

2013 წლის ბოლოს აკადემიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის  განხორციელების უფლებაც მოიპოვა. ამავე წელს აკადემიის ინიციატივით დაფუძნდა პროფესიული კოლეჯების ასოციაცია, რომელიც დღესაც აქტიურად აგძელებს მუშაობას მისიით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებალად.

2014 წელს აკადემიამ საზოგადოებას შესთავაზა ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც დღემდე წარმატებით ახორციელებს.

2015 წელს აკადემიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. ამავე წელს აკადემია გახდა ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ხარისხის ნიშანი მიენიჭა.

2016 წელს აკადემიამ მიიღო მონაწილეობა საქართველოს კერძო კოლეჯების მიერ ორგანიზებულ „ბრენდირება 2016“-ში და მაქსიმალური შეფასება, ხუთი ვარსკვლავი მოიპოვა.

აკადემია, დღემდე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური პროფესიული სტანდარტებისა და ჩარჩო პროგრამების შემუშავება, დანერგვასა და სრულყოფაში. აკადემიის პერსონალის მიერ შემუშავებულია არაერთი საგანმანათლებლო რესურსი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების წაარმატებით განხორციელებისათვის.

აკადემია დაარსებიდან დღემდე ისწრაფის განვითარებისა და პროფესიული    წინსვლისათვის, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს არამარტო მომხიბვლელ აკადემიურ გარემოს, არამედ სასწავლო პროცესის პარალელურად – კულტურულ, გასართობ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს.