კარიერის სამსახური Home »

DSC04270პროფორიენტაციისა და კარიერის სამსახური ორიენტირებულია  პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვაზე კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის.    აღნიშნული სამსახური  ატარებს სისტემატურ შეხვედრებს სტუდენტების კარიერის ორიენტაციის საკითხებზე და ეხმარება მათ შემდგომი განათლების საჭიროებების იდენტიფიკაციაში.

პროფორიენტაციისა და კარიერის სამსახური აწარმოებს კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკურ აღრიცხვასა და ანალიზს, რის საფუძველზეც იქმნება დიპლომირებული სპეცილისტების მონაცემთა ბაზა. ბაზა მოიცავს ინფორმაციას თითოეული სპეციალისტის შესახებ, რომლის კომპეტენციები აღიარებულია საქართველოს ბიზნესის აკადემიისა (SBA) და პროფესიული ასოციაციის (PAFS) მიერ.

საქართველოს ბიზნესის აკადემია ყოველწლიურად აახლებს კურსდამთარებულთა ბაზას და საჭირო ინფორმაციას აგზავნის შესაბამის პარტნიორ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან.

პროფორიენტაციისა და კარიერის სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
ტელეფონი: 240 34 40
ელ-ფოსტა: info@sba.edu.ge