მისია Home »

SBA არის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხელი შევუწყოთ სტუდენტების მიერ ყველა იმ ცოდნისა და უნარების დაუფლებას და ღირებულებათა ჩამოყალიბებას, რაც მათ მისცემს წარმატებით დასაქმების საშუალებას როგორც შიგა, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით ხელს შევუწყობთ ინდივიდის და საზოგადოების განვითარებას.

ჩვენ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურეობის გასაწევად, ხელი შევუწყოთ პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, განათლების მიღების შესაძლებლობას ნებისმიერი, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის, აგრეთვე მთელი სიცოცხლის მანძილზე ფორმალური და არაფორმალური სწავლების სისტემის დანერგვას და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას.

ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ სასიამოვნო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნაში, მჭიდრო კონტაქტებს ვამყარებთ პოტენციურ დამსაქმებლებთან, რათა სტუდენტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და კონკურენტუნარიანი მომსახურება.