მოკლევადიანი Home »

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

აღნიშნულ პროგრამაში აკადემია ჩაერთო 2015 წლიდან და განახორციელა ოფისის მენეჯერის მოკლევადინი პროგრამა. პროგრამა წარმატებით დასრულდა, კურსდამთავრებულებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო პროცესი და მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

აკადემია აგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და დღეს საზოგადოებას სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:

1.მოლარე (ბანკის მოლარე-ოპერატორი);

2.ბუღალტერია;

3.ოფისის მენეჯერი;

4. მცირე ბიზნესის მწარმოებელი;

5.აგრობიზნესის მწარმოებელი;

6.აგროლოგისტიკის ოპერატორი;

7. ლოგისტიკის სპეციალისტი;

8. ბაგა-ბაღის აღმზრდელი;

9. საქმის წარმოების სპეციალისტი;

10. სადაზღვევო აგენტი;

11. სარეკლამო აგენტი;

12. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი;

 

პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შორენა ხუბუნაია