პროგრამები Home »

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა, რომლებიც ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

რაც შეეხება პროფესიულ პროგრამებს – ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. საბაჟო საქმის სპეციალისტის, ბიზნესის მართვის, ბანკის ოპერატორის, აუდიტორის ასისტენტის, სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, სადაზღვევო აგენტისა და შემფასებელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ ზოგადი განათლება, რაც გულისხმობს საშუალო სკოლის 12 კლასის დამთავრებას და დასტურდება ზოგადი განათლების ატესტატით.

საბაჟო დეკლარანტის, ოფისის მენეჯერისა და საბაჟო ბროკერის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ საბაზო განათლება, რაც გულისხმობს საშუალო სკოლის 9 კლასის დამთავრებას და დასტურდება საბაზო განათლების ატესტატით ან იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.

აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შეუძლით აგრეთვე სრული საშუალო, ანუ ზოგადი განათლების ან საუნივერსიტეტო განათლების მქონე პირებსაც. ასაკის მაქსიმალური ზღვარი შეზღუდული არაა.