სტუდენტური ცხოვრება Home »

ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება მდიდარი და მრავალფეროვანია. სტუდენტური თვითმმართველობა მონაწილეობს დაწესებულების მართვაში, ხოლო თვითმმართველობის კომიტეტები მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული, სამეცნიერო-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებული. თვითმმართველობის წევრი სტუდენტები აწყობენ ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს და სხვა კულტურულ აქტივობებს, მართავენ შეჯიბრებებს და ჩემპიონატებს სპორტის მრავალ სახეობაში.

საქართველოს ბიზნესის აკადემიას ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ჩემპიონატებში საქართველოს მასშტაბით.

2014-2015 სასწავლო წლებში SBA-ს სტუდენტური თვითმმართველობა არა ერთი აქტუალური ღონისძიების ავტორი და შემსრულებელია.