ფაკულტეტის დეკანის მიმართვა Home »

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო,

მადლობას გიხდით დაინტერესებისა და ჩვენს გვერდზე სტუმრობისათვის.

როგორც ცნობილია,  თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება  არჩევანის გაკეთების დრო, რომელიც შენს მომავალს შექმნის და ალბათ, დამეთანხმებით, რომ სწორი და ფასეული განათლება, ჩვენი ბედნიერი მომავლის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჩვენი აკადემიის მისიაა აქტიური როლი ითამაშოს ქვეყნის განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად და უზრუნველსაყოფად. აკადემიის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ უნივერსალური ცოდნა და, ამავდროულად, შეიქმნან პრაქტიკული საფუძველი, რითაც ძლიერ კონკურენციას გაუწევენ წამყვან პროფესიონალებს. ჩვენ გვსურს  გადავცეთ მათ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ განივითაროთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც ძლიერ ლიდერებად და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. ჩვენი ღრმა რწმენით, ის, რაც „საქართველოს ბიზნესის აკადემიას“  გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი დავეხმაროთ სტუდენტებს  იპოვონ თავიანთი რეალური ინტერესის სფერო, დავანახოთ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ქვეყნისათვის. გამბედაობა, პროფესიონალიზმი, ზომიერი რისკი და სწორი ღირებულებები მოგცემთ შესაძლებლობას შეცვალოთ ან შექმნათ ღირებული თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.

აკადემიის კვალიფიციური პერსონალი მზად არის თითოეულ თქვენგანთან ითანამშრომლოს, გაგიზიაროთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც უდაოდ დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში.

შორენა ხუბუნაია

ეკონომიკის დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი