ჩვენს შესახებ Home »

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ის 2010 წელს დაფუძნდა, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია/აკრედიტაცია, სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესისადმი გამორჩეული მიდგომებისა და შესანიშნავი ინფრასტრუქტურის წყალობით უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო სივრცეში.

ამასთან, აკადემია აქტიურად არის ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში, რისთვისაც არაერთი მადლობის სიგელი და სერტიფიკატი დაიმსახურა.

აბიტურიენტთა ცნობარში აკადემიის კოდია 180.

slider1