ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები Home »

საბიბლიოთეკო რესურსების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობის წესი

თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  1. შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემის-SBA“-ს ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული, რომლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეფექტიანად გამოიყენოს თავისი რესურსი და სრულად უზრუნველყოს სტუდენტებისა და პერსონალისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომა;
  2. აკადემიის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულებ. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტუდენტთა  მოქალაქეობრივი, ასევე  კულტურული გამომხატველობის და მთელი სიციცხლის მანძილზე სწავლის სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაში, რისთვისაც კურიკულუმის მიღმა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობების ერთ-ერთი მხარდამჭერი და ინიციატორია; 
  3. ყველა სტუდენტსა და პერსონალს თანაბრად აქვს უფლება ისარგებლოს დაწესებულების საბიბლიოთეკო რესურსით, საბიბლიოთეკო სერვისით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საინფორმაციო საშუალებებითა, ამ წესით დადგენილი პირობებით.

მუხლი 2. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  1. „სტუდენტი“- მოიცავს პროფესიულ სტუდენტს, სასერთიფიკატო პროგრამის მსმენელს, თავისუფალ მსმენელს და ნებისმიერ პირს, ვინც მიუხედავად სტატუსისა სარგებლობს აკადემიის საგანმანათლებლო მომსახურეობით, ასევე პირს, რომელიც არაფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით მიმართავს აკადემიას;
  2. „პერსონალი“- მოიცავს პროფესიულ განათლების მასწავლებელს, მოწვეულ სპეციალისტს, პროგრამის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, ასევე პირს ვინც მიუხედავად სტატუსისა თანამშრომლობს აკადემიასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „პერსონალი“ დაკონკრეტებულია;
  3. „საგანმანათლებლო პროგრამა“ – ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი საგანმნათლებლო პროგრამა, სასერტიფიკატო პროგრამა, მოკლე კურსი და სხვა;
  4. „მკითხველი“ – აკადემიის სტუდენტი ან პერსონალი, რომელიც დარეგისტრირებულია აკადემიის ბიბლიოთეკაში მკითხველად;
  5. „საბიბლიოთეკო რესურსი“ – აკადემიის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი და არაწიგნადი (ჟურნალები, მონოგრაფიები, დისერტაციები და სხვ.) ფონდი, ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები და მატერიალური რესურსები (მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების სივერცეები – საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის სივრცე, სამკითხველო დარბაზი და ა.შ);
  6. „საბიბლიოთეკო სერვისი“ – აკადემიის ბიბლიოთეკის მიერ მკითხველისათვის შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება, სასწავლო და სამუშაო მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის: ასლის გადაღება, სკანერითა და პრინტერით მომსახურეობა, ინტერნეტით სარგებლობა და სხვა.

მუხლი 3. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები

საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) მკითხველთა დროული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო რესურსებით (ბეჭდური ან ელექტრონული) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;

ბ) მკითხველისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საბიბლიოთეკო სერვისით სარგებლობისას;

გ) საბიბლიოთეკო ფონდის მუდმივი განახლება.

დ) კურიკულუმის მიღმა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობების ინიცატივების გამოვლენა და მხარდაჭერა. 

 მუხლი 4. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები

ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:

ა) მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა;

გ) ოპერატიულობა.

დ) სასწავლო პროცესის მხარდაჭერა საბიბლიოთკო რესურსებით; 

ე) კურიკულუმის მიღმა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობების ინიციატივების გამოვლენა და მხარდაჭერა. 

 

 თავი 2. საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების მართვა

 მუხლი 5. საბიბლიოთეკო რესურსების უზრუნველყოფა

  1. აკადემიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე;
  2. საბიბლიოთეკო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით, ბიბლიოთეკის გამგე:

ა) სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ფონდებით;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიტერატურის მოძიებას და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო რესურსის მოთხოვნის ფორმას (დანართი 1) წარუდგენს დირექტორს;

გ) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ახორციელებს თითოეული სტუდენტისა და პერსონალის უზრუნველყოფას შესაბამისი მოდულით განსაზღვრული საგანმანათლებლო რესურისის ფარგლებში, მათი მოთხოვნის შესაბამისად. რისთვისაც, ასეთი საჭიროების შემთხვევაში დაამზადებს საგანმანათლებლო რესურსის ელექტრონულ ვერსიას და სასწავლო პროცესის შეუფერხებლობის მიზნით, უზრუნველყოფს მათ თავისუფალ მიწოდებას;

დ) ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირებას და ორგანიზებას, მათ დაცვას, აღრიცხვას, კომპიუტერულ პროგრამაში – “Open Biblio” შეტანას, ელექტრონული კატალოგების შექმნას, დამუშავებას, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნას, ინვენტარიზაციას და მათი გამოყენების ორგანიზებას საბიბლიოთეო დარგში მოქმედი წესების დაცვით;

ე)  ახორციელებს ფონდის კატალოგიზაციას;

ვ) ახორციელებს მომხმარებელთა აღრიცხვას, აკადემიის ბიბლიოთეკის მკითხველად რეგისტრაციას, მათ კონსულტირებასა და დახმარებას;

ზ) ახორციელებს ფონდის დაკომპლექტებას (სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირის დამყარება და ბიბლიოთეკის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა და სხვ);

თ) ორგანიზებას უკეთებს დაზიანებული წიგნების რესტავრაციას;

ი) სისტემატურად ზრუნავს საბიბლიოთეკო ფონდის შევსებასა და განახლებაზე.

 

მუხლი 7. საბიბლიოთეკო სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება

  1. აკადემიის საბიბლიოთეკო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს აკადემიის ბიბლიოთეკის გამგე;
  2. საბიბლიოთეკო სერვისები ხელმისაწვდომია აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალისათვის, რისთვისაც ბიბლიოთეკის გამგე:

ა)   უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალისთვის ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას (მაგ., საორიენტაციო შეხვედრები, კონსულტაციები და ა.შ.), ეხმარება ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებაში, მათ შორის გარე წყაროებიდან, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას;

ბ) უზრუნველყოფს მომხმარებლებს ასლგადამღები აპარატით, პრინტერითა და სკანერით;

გ) უზრუნველყოფს მომხმარებლებს ინტერნეტში ჩართული, გამართული კომპიუტერული ტექნიკით;

დ) მისი ფუნქციებიდან, მიზნებიდან და მკითხველთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობს აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.

 თავი 3. მკითხველის უფლებამოვალეობანი

მუხლი 9. მკითხველის უფლებები

მკითხველი უფლებამოსილია:

ა) ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო რესურსით წინამდებარე წესების შესაბამისად;

ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;

გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით;

დ) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი წესის მიხედვით;

ე) ისარგებლოს საბიბლიოთეკო სერვისებით წინამდებარე წესის შესაბამისად.

 მუხლი 10. მკითხველის ვალდებულებები

  1. მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას წინამდებარე წესები;
  2. მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ნორმის შესაბამისად. მას ეკისრება აგრეთვე სხვაგვარი პასუხისმგებლობაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  3. მკითხველი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას მისი სახელის, გვარის, საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლის, სამუშაო მისამართის შეცვლის შესახებ.

 თავი 4. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

მუხლი 11. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება სტუდენტებისათვის და პერსონალისათვის:

  1. 1. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის;
  2. სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მისი, როგორც მკითხველის ბარათით;
  3. მოქმედი სტუდენტის და დაწესებულების პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა;
  4. ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები და პერსონალი, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკაში მკითხველებად;
  5. სტუდენტს ავტომატურად უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა, თუ ის სწავლის დასრულებიდან ერთი წლის ვადაში აკადემიაშივე სწავლას განაგრძობს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 მუხლი 12. გაწევრიანება კურსდამთავრებულისა და გარეშე პირებისთვის

  1. 1. კურსდამთავრებულებს, ისევე როგორც გარეშე პირებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკის მკითხველებად;
  2. 2. რეგისტრაციის საფასური განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
  3. 3. ვინაიდან ბიბლიოთეკაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში გარეშე პირებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ დაწესებულების კურსდამთავრებულებს;
  4. კურსდამთავრებულს ავტომატურად უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის მანძილზე. ეს დებულებები არ ვრცელდება სხვა მიზეზით სტატუს შეწყვეტილ პირებზე;
  5. სტუდენტის სტატუს შეჩერებულ პირს უნარჩუნდება ბიბლიოთეკის წევრობა.

 თავი 5. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობა

მუხლი 13. სასწავლო რესურსით უზრუნველყოფა და ბიბლიოთეკით სარგებლობა

  1. ბიბლიოთეკაში არსებობს კომპიუტერის, ინტერნეტის, პრინტერის, ასლგადამღების და სკანერის გამოყენების შესაძლებლობა;
  2. საბიბლიოთეკო საქმეს წარმართავს ბიბლიოთეკის გამგე;
  3. ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 სთ-დან 19.00 საათამდე. შესვენება 14.00-საათიდან – 15.00 საათამდე.

  მუხლი 14. მასალების (ასლების) შეკვეთა

  1. თუკი გადასაღები მასალის რაოდენობა აღემატება 10 გვერდს, სტუდენტი ავსებს სათანადო ფორმას და უტოვებს ბიბლიოთეკარს (დანართი 2);
  2. ბიბლიოთეკარი აგროვებს დღის განმავლობაში შეკვეთებს და სტუდენტი გამრავლებული მასალის ასაღებად მიმართავს ბიბლიოთეკას მეორე ან მესამე დღეს.

 მუხლი 15. წიგნების გატანა და დაბრუნება

  1. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები. სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  2. ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ერთი კვირით. სალექციო მასალები, ჟურნალები, წიგნები და სხვა მსგავსი, რომელიც პერსონალს დაჯავშნული აქვს ლექციისათვის და განკუთვნილია სტუდენტების მოხმარებისთვის, ბიბლიოთეკიდან შეიძლება გატანილ იქნას მხოლოდ 24სთ-ით;
  3. გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ერთი კვირის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას;
  4. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ერთი კვირის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი;
  5. თუ რაიმე მიზეზით ვერ ხერხდება წიგნის ბიბლიოთეკაში დაბრუნება საჭირო დროს, გადაცდენის მიზეზი აუცილებლად უნდა ეცნობოს ბიბლიოთეკას;
  6. წიგნის დროულად არ დაბრუნებისა და ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, მკითხველს დაეკისრება პასუხისმგებლობა;
  7. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ (მთლიანობაში წიგნი მკითხველთან შეიძლება დარჩეს 21 დღე: 7 დღე გატანის ვადა და 14 დღე ორჯერ გაგრძელების ვადა);
  8. ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს წიგნის თუ ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი/ნივთი დააბრუნოს შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველს დაეკისრება პასუხისმგებლობა;
  9. გატანილი მასალისა და წიგნის დაკარგვის შემთხვევაში, დამკარგავი წარმოადგენს დაკარგული ნივთის იდენტურ ნივთს ან იხდის მატერიალურ სახდელს დადგენილი ოდენობით;
  10. ბიბლიოთეკარს უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში, დირექტორის თანხმობით აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი. ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.

მუხლი 16. ბიბლიოთეკის წევრობის შეწყვეტა

  1. აკადემიის მკითხველს უწყდება ბიბლიოთეკის წევრობა, თუ ის სამჯერ დაარღვევს წინამდებარე წესით დადგენილ პირობებს;
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების დადგომისთანავე, აკადემიის ბიბლიოთეკის გამგე ვალდებულია აკადემიის დირექტორს მიმართოს შუამდგომლობით, აკადემიის მკითველისათვის ბიბლიოთეკის წევრობის შეწყვეტის თაობაზე;
  3. ამადემიის ბიბლიოთეკის წევრობაშეწყვეტილ პირის აკადემიის ბიბლიოთეკის მკითხველად რეგისტრაცია ეზღუდება მომდევნო 1 წლის განმავლობში.

თავი 6. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები და პასუხისმგებლობა

 მუხლი 17. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

  1. საბიბლიოთეკო რესურსის გამოყენების შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად თაროზე დადება, რესური უნდა დაუბრუნდეს ბიბლიოთეკარს. რესურსს აქვს სპეციალური ნომერი, და ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე;
  2. საბიბლიოთეკო რესურსის გადანახვის სურვილის შემთხვევაში, მსურველმა თხოვნით უნდა მიმართოს ბიბლიოთეკის გამგეს;
  3. სტუდენტებს არ აქვთ უფლება ისადილონ ბიბლიოთეკაში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ან უალკოჰოლო სასმელის თან ქონა;
  4. ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:
  • მოწევა;
  • ხმაური და საუბარი;
  • მობილური ტელეფონების გამოყენება;
  • საბიბლიოთეკო რესურსის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით;
  • წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

5. აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვება მსმენელისათვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმება და პრევენციული ღონისძიების გატარება.

მუხლი 18. მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობა

  1. სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების კუთვნილი ფართით, აუდიტორიებით და ტექნიკური საშუალებებით;
  2. დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას განკარგავს დირექტორი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობისათვის სტუდენტმა ან საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს დირექტორს;
  3. სტუდენტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ დირექტორის თანხმობის შემთხვევაში;
  4. სტუდენტის მიერ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობაზე თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს არ შეუშლის სასწავლო ან/და მუშაობის პროცესს და გამოყენების მიზნობრიობიდან გამომდინარე, არ გამოიწვევს მათ შესაძლო დაზიანებას ან არამინიზნობრივ გამოყენებას;
  5. სტუდენტს არა აქვს დაწესებულებაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობის უფლება დაწესებულების არასამუშაო საათებში ან გამოსასვლელ დღეებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც ინდივიდუალურად წყვეტს დაწესებულების დირექტორი;
  6. სტუდენტი ადმინისტრაციისგან იბარებს მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს და პირადად ხდება პასუხისმგებელი მის დაცულობაზე;
  7. სტუდენტი ვალდებულია განცხადებაში მითითებულ ვადებში, ადმინისტრაციასთან შეთანხმებული პირობებით უკან დააბრუნოს მიღებული ქონება;
  8. სტუდენტს არა აქვს უფლება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, მისთვის მიბარებული ქონება გადასცეს სხვა პირს ან განკარგოს სხვა მიზნით, გარდა ადმინისტრაციასთან შეთანხმებულისა;
  9. სტუდენტი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს დაკარგული ქონების ან დაზიანებული ქონების აღდგენის საფასური. ამ საფასურს ცალმხრივად განსაზღვრავს დაწესებულების ადმინისტრაცია, საბაზრო ფასებით.

მუხლი 19. საინფორმაციო საშუალებებით სარგებლობა

  1. სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით, გარდა ადმინისტრაციის სარგებლობისათვის გამოყოფილი ტექნიკისა;
  2. დაწესებულების კომპიუტერულ ტექნიკას განკარგავს დირექტორი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სარგებლობისათვის, გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სტუდენტმა ან საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს დირექტორს;
  3. გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სტუდენტს კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში;
  4. გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სტუდენტის მიერ კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობაზე თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს არ შეუშლის სასწავლო ან/და მუშაობის პროცესს და გამოყენების მიზნობრიობიდან გამომდინარე, არ გამოიწვევს მათ შესაძლო დაზიანებას ან არამიზნობრივ გამოყენებას;
  5. სტუდენტს არა აქვს დაწესებულების კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის უფლება დაწესებულების არასამუშაო საათებში ან გამოსასვლელ დღეებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც ინდივიდუალურად წყვეტს დაწესებულების ადმინისტრაცია;
  6. სტუდენტი ვალდებულია ისარგებლოს იმ კომპიუტერით და ტექნიკით, რომელსაც მიუთითებს მას უფლებამოსილი პირი, ის ვალდებულია ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში შეწყვიტოს სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელს;
  7. სტუდენტი უფლებამოსილია გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის, ასევე აკადემიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში;
  8. სტუდენტს ეკრძალება ნებართვის გარეშე კომპიუტერულ ტექნიკაზე ინფორმაციის მატარებლების (კომპაქტ-დისკები, USB მოწყობილობები და სხვა) მიერთება, პროგრამების ინსტალაცია, ინსტალირებული პროგრამების წაშლა ან განახლება, სხვა ტექნიკური საშუალებების მიერთება (სკანერები, ფოტო და ვიდეო აპარატურა, მიკროფონები, სასმენი მოწყობილობები, ტელეფონები და სხვა);
  9. კომპიუტერის, მისი კომპონენტების, ტექნიკური საშუალებების ან პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების შემთხვევაში, მისი სრული აღდგენის ხარჯები ეკისრება სტუდენტს;
  10. გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაწესებულება არაა ვალდებული უზრუნველყოს სტუდენტი დამხმარე მასალებით (დისკები, საბეჭდი ქაღალდი და სხვა).