„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“  გამარჯვებულ და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიება გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ წელს პირველად მიიღო  მონაწილეობა კონკურსში.  ღონისძიებას  ესწრებოდა აკადემიის დირექტორი,  ქალბატონი ია ერაძე.

კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპატქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს მეოთხე პრინციპს – ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას – უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.