ბრენდირებაში მონაწილე კოლეჯების დაჯილდოება

ბრენდირებაში მონაწილე კოლეჯების დაჯილდოება

2017 წლის 29 აპრილს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბრენდირებაში, მონაწილე კოლეჯების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-მ, 2017 წელსაც უმაღლესი შეფასება ხუთი ვარსკვლავი მიიღო, რომელიც ბრენდირების დადგენილი კრიტერიუმების გადამოწმებით მიენიჭა, ადგილზე ექსპერტთა მიერ განხორცილებული ვიზიტებისა და ბრენდირების კომისიის დამოუკიდებელი წევრების გადაწყვეტილებით მოხდა.
აკადემია წარმატებას ულოცავს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და გამარჯვებას უსურვებს მომავალ საქმიანობებში.