ექსკურსია კახეთში

ექსკურსია კახეთში

სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში, სპორტულ ტურნირში „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალისტები (გუნდები SBA და BTA) 16 ივნისს ექსკურსიაზე კახეთში იმყოფებოდნენ.
სტუდენტებმა მოინახულეს: სიღნაღი, ნინოწმინდა და ბოდბე.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ბიზნესის აკადემი-SBA-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემი-BTA-ის ხელმძღვანელები.
სტუდენტები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, მათ მხატვრული კითხვის, ცეკვისა და სიმღერის უნარები გამოავლინეს. ღონისძიებამ ხელი შეუწყო ორი დაწესებულების სტუდენტთა დამეგობრებას. დაისახა მომავალი ერთობლივი ღონისძიებების გეგმები.