ლექცია კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ

ლექცია კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ

2017 წლის  22 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიონალ კონსულტატთა გუნდი, კარიერული განვითარებისა და პროფესიული კონსულტირების სერვისის შესახებ ჩაატარებს ლექციას.

კონსულტატთა გუნდი სტუდენტებს ასწავლის იმ საჭირო ნიუანსებს ,როგორიცაა შრომის ბაზარზე ქცევის წესები,სამუშაოს მოძიება, საჭირო დოკუმენტაციის შევსება , დამსაქმებელთა წარდგენა და ასე შემდეგ.

აღნიშნული შეხვედრა ემსახურება  სტუდენტების, პოტენციური სამუშაოს მაძიებლების დახმარების გაწევას  მათი კარიერული განვითარების მიზნით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ვიწვევთ მოქმედ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.