პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია

პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია

2017 წლის 20 ივნისს, უფლისციხეში  საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა ll კონფერენცია, ასოციაციის წევრი დაწესებულებების მონაწილეობით, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღბდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები:  შორენა ხუბუნაია,  ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს, პროფესიული განათლების მასწავლებელი თემა: „ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა პროფესიულ განათლებაში “, თეა მაისურაძე ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს, პროფესიული განათლების მასწავლებელი თემა: „ სოციალური კომუნიკაციის ფორმების რეალიზების პრაქტიკული ასპექტები პროფესიულ განათლებაში“, მარიამ  სესიაშვილი ბიზნესის მართვა მე-4 საფეხურის სტუდენტი თემა: „ თანამედროვე ორგანიზაციაში კადრების ფორმირების პრაქტიკული ასპექტები“, დალი გაფრინდაშვილი ბანკის ოპერატორის მე-5 საფეხურის სტუდენტი, ელიზა იგიტხანიანი ოფისის მენეჯერის მე-3 საფეხურის სტუდენტი თემა: „ საკრედიტო გარემო და მომხმარებელთა უფლებები საქართველოში“.

უფლისციხის კონფერენციაზე მოხსენება  წარადგინეს თეა მაისურაძემ და მარიამ სესიაშვილმა.

კონფერენციის დასასრულს, ასოციაციამ კონფერენციის მონაწილეთათვის მოაწყო ექსკურსია, უფლისციხის შემოგარენში.