სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია Home »

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სერტიფიკატების გადაცემამდე, აკადემიისგან საჩუქრად მსმენელები დაესწრნენ გასაუბრების ტექნიკის ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პარტნიორი ორგანიზაცია „QBQ”-ს დირექტორი, ტრენერი მაკა მჟავანაძე. მსენელები ასევე დაეუფლნენ თანამედროვე ფორმის რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შექმნის მეთოდს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA წარმატებას უსურვებს პროგრამაში მონაწილეებს.