სტუდენტური დღეები 2017,  „ბუშტებით ფეხბურთი“

სტუდენტური დღეები 2017, „ბუშტებით ფეხბურთი“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სტუდენტური დღეები 2017-ის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს სპორტულ ტურნირში „ბუშტებით ფეხბურთი“, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს, 2017 წლის 25 მაისს. თამაშმა დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. აკადემიამ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და გამარჯვება მოიპოვა.
26 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება მეორე ტური, იმავე ადგილას, ქ. თბილისის, მერიის საფეხბურთო ცენტრში. უგულშემატკივრეთ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის გუნდს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.