სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

გრძელდება სუპერ ფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის, რომელიც გაიმართა 21 აპრილს ქალაქ ბათუმის N 9, N 22 და N 25 საჯარო სკოლებში.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N9 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი დავით ფუტკარაძე გუნდის წევრები: სოფო პაპიძე, ელზა შაინიძე, ნიკა საფარიძე და ჯემალი ქარცივაძე.
N22 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი დიანა ბოლქვაძე გუნდის წევრები: ლანა ავჯიშვილი, ირმა დიასამიძე, ლინდა მიქელაძე და თამუნა აბულაძე.
N25 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი დავით მახარაძე გუნდის წევრები: ნინო მამულაძე, დიანა ცენცაძე, ნიკა დიასამიძე და ბექა მამულაძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 26 აპრილს ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.