ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია

მიმდინარე წლის 13 ივლისს, საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში გაიმართა საინფორმაციო სემინარ-კონფერენცია.
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის გამართულ სემინარს ესწრებოდნენ მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე- მარიამ ჯაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი- ინგა შამილიშვილი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე- ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი- თემურ კახიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე- სულიკო თებიძე.
სემინარი მიზნად ისახავდა წარმატებული მაგალითების გაზიარებას. სემინარზე ასევე, განხილულ იქნა სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამები, მათ მიზნები, ამოცანები, მისაღწევი შედეგები, განხორციელების მექანიზმები და ა.შ.
საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ სტუმრობდა მოცეკვავეების ანსამბლი „ვალგა“ ესტონეთიდან. სტუმრებმა კოლეჯის ეზოში რამოდენიმე ფოლკლორული ნომერი წარმოადგინეს.
აღნიშნულ სემინარ-კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ს დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.