შეიყვარე სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი’’

შეიყვარე სიბრძნის საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი’’

 

2016 წელი იუნესკომ  შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, (ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს). საქართველოს ბიზნესის აკადემია  აცნობიერებს  უდიდეს პასუხისმგებლობას  მემკვიდრეობითი  ღირებულებების  დაცვის  საკითხში  და  უერთდება იუბილესადმი  მიძღვნილ ღონისძიებებს;  აღნიშნულიდან  გამომდინარე, აკადემიის ბიბლიოთეკის ორგანიზებით,  გაიმართება ხელნაწერთა კონკურსი – შეიყვარე სიბრძნის საგანძური  ,,ვეფხისტყაოსანი’’.

კონკურსის  ფარგლებში,  დამთვალიერებლებისა  და  კონკურსში  მონაწილეთათვის,  აკადემიაში  მოეწყობა  სივრცე,  სადაც  გამოფენილი  იქნება  სხვადასხვა  წლებში  გამოცემული  ,,ვეფხისტყაოსნი’’,  დაიბეჭდება  ქართული  ორნამენტებით  მოხატული  ფურცლები, რომლებზეც  შესრულდება  საკონკურსო  ნამუშევრები.

ღონისძიება  დაიწყება  22  ნოემბერს  და  გაგრძელდება  29  ნოემბრის  ჩათვლით.  30 ნოემბერს,  სპეციალურად შექმნილი  ჟიური  გამოავლენს  გამარჯვებულს,  რომელსაც საჩუქრად  გადაეცემა  ,,ვეფხისტყაოსნის’’ ოქროთი  მოვარაყებული  გამოცემა,  ღონისძიების ფარგლებში  შექმნილი  ყველა  ნამუშევარი  აიკინძება  წიგნად  და  განთავსდება საქართველოს  ბიზნესის  აკადემია – SBA–ის   ბიბლიოთეკაში.