შეხვედრა „ქორთიარდ  მარიოტში“

შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“

23 დეკემბერს  სასტუმრო  „ქორთიარდ  მარიოტში“  განათლების  ხარისხის  განვითარების ეროვნულმა  ცენტრმა  პროფესიული  რეფორმის  მნიშვნელოვანი  ეტაპის  შედეგების შეჯამების, არსებულ  გამოწვევებზე  რეაგირების  და  რეფორმის  სამომავლო  ნაბიჯების განხილვის  მიზნით  შეხვედრა  გამართა  იმ  პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებების  სტუდენტებთან,  რომლებიც  მოდულურ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე  ჩაირიცხნენ.  შეხვედრის  მიზანი  იყო  სტუდენტებისგან  ინფორმაციის  მიღება მოდულური  პროგრამების  მიმდინარეობის  შესახებ.

შეხვედრას  ესწრებოდნენ  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ასევე აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული მასწავლებელი ვახტანგ ბოგველიშვილი და საბაჟო საქმის სპეციალისტი მოდულური პროგრამის სტუდენტები ნანა დევაძე და დავით შავიშვილი ესწრებოდნენ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ბიზნესის აკაემია-SBA-ის პროფესიულ მასწავლებელს ვახტანგ ბოგველიშვილს გადასცა სიგელი, პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში შეტანილი განსაკუთღებული წვლილისთვის.