ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალი

ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთი“-ს ფინალი

22 მაისს დასრულდა ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთი“, ჩვენმა გუნდმა საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის მოუტანა გამარჯვება და საპრიზო ადგილი . ორგანიზატორებმა სერტიფიკატებითა და მედლებით დააჯილდოვეს მონაწილეები.
ასევე დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულით დავით ავაზაშვილი და მარიამ მთიულიშვილი. საქართველოს ბიზნესის აკადემია მადლობას უხდის გუნდის წევრებს დავით ავაზაშვილს, გოგა თურქაძეს, ირაკლი შეყელაძეს , შაკო ზუროშვილს, მარიამ მთიულიშვილს, გვანცა ცარციძეს, ნათია ორველაშვილს, ნინო იასაღაშვილს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს. გულითადი მადლობა გულშემატკივრებს ერთგულებისა და მხარდაჭრისთვის.