ხარისხის მართვის სამსახური Home »

ხარისხის მართვის სამსახური საქართველოს ბიზნესის აკადემიის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მისი დანიშნულებაა დაწესებულების ფუნქციონირების საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასება, მისი სრულყოფის გზების დასახვა და განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა. სასწავლებლის მისიიდან გამომდინარე, სამსახურს გააჩნია მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები. სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას, წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგს, უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან, დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ატარებს, სემინარებს, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრებს და ახორციელებს მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს სასწავლებლის შემდგომ განვითარებას და საგანმანათლებლო სივრცეში მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას და საგანმანათლებლო და დასაქმების ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას.

ნათელა ჩაჩუა

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი