მობილობა Home »

 პროფესიულ სტუდენტთა გადასვლა სხვა   სასწავლებელში მობილობის წესით                           (გარე მობილობა)

  1. გარე მობილობის უფლება აქვს პირს, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოიპოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის განხორციელების მომენტისთვის არის ამ დაწესებულების პროფესიული სტუდენტი.
  2. მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
  3. სურვილის შემთხვევაში, აკადემია ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა გადასვლას სხვა სასწავლებელში მობილობის წესით, რისთვისაც პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენელი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციას;
  4. ადმინისტრაცია ვალდებულია პროფესიულ სტუდენტს მისცეს პირადი საქმის ასლი;
  5. სხვა სასწავლებელში მობილობის წესით გადასულ პროფესიულ სტუდენტს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით და მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით.

 პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა სხვა     საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის   წესით

  1. პროფესიული სტუდენტის მობილობა ხორციელდება შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში;
  2. აკადემია უფლებამოსილია პროფესიული განათლების მართვის სისტემიდან დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სტატუსის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლების და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, აკადემიის მიერ წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მობილობის მსურველი პირი წარმოადგენს მის მიერ გავლილი მოდულების გავლის დამადასტურებელ ან ცალკეული სწავლის შედეგების დადასტურების დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოდული/სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება;
  3. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში;
  4. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური იხილავს პირის განცხადებას მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე და წერს დასკვნას პროფესიული სტუდენტის მიერ შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებთან მობილობის მსურველი პირის დოკუმენტების შესაბამისობის თაობაზე. დასკვნა წარედგინება აკადემიის დირექტორს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში, ხოლო დოკუმენტის ასლი მიეწოდება მობილობის მსურველ პირს აკადემიის საქმისწარმოების ერთიანი ინსტრუქციის შესაბამისად;
  5. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვისას აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფლებამოსილია კონსულტაციისათვის მიმართოს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს ან/და დარგის სპეციალისტებს;
  6. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დადებითი დასკვნისა და მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, მობილობით პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით.
  7. მობილობის დროს, მოდულის სწავლის შედეგების მიღწევის სრულად დადასტურების შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება შესაბამისი კრედიტი, მიმღები პროგრამით ამ მოდულისათვის გათვალისწინებული კრედიტების ოდენობით;
  8. მობილობის დროს, ცალკეული სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების შემთხვევაში, თუ მათი ერთობლიობა არ ქმნის სრულ მოდულს, სტუდენტს კრედიტი ჩაეთვლება მოდულის დაუდასტურებელი სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ;
  9. მოდულური პროგრამების ფარგლებში მობილობით ჩარიცხული პირისათვის საჭიროების შემთხვევაში დგება ინდივიდალური სასწავლო გეგმა, რომლის შემუშავებაში პირს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა;
  10. მობილობით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტის მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით.

   შიდა მობილობა

  1. შიდა მობილობის უფლება აქვს პირს, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოიპოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის განხორციელების მომენტისთვის არის აკადემიის პროფესიული სტუდენტი.
  2. შიდა მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
  3. სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს შიდა მობილობით, რაც გულისხმობს აკადემიის მიერ განხორციელებული ერთი პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლას;
  4. აკადემია უფლებამოსილია დირექტორის ბრძანებით განსაზღვროს შიდა მობილობის ვადები;
  5. შიდა მობილობა დასაშვებია, თუ პროფესიული სტუდენტი აკმაყოფილებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას;
  6. შიდა მობილობა დასაშვებია პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომენტიდან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო პროგრამის გაუქმების ან პროგრამის შეცვლის შემთხვევაში- ნებისმიერ დროს;
  7. შიდა მობილობა დასაშვებია პროგრამისათვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში არსებულ თავისუფალ ადგილებზე;
  8. შიდა მობილობის სურვილის შესახებ პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს დირექტორს, სადაც მიუთითებს თუ რომელ პროგრამაზე სურს გადასვლა შიდა მობილობის წესით;
  9. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში;
  10. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური იხილავს პირის განცხადებას შიდა მობილობით გადასვლასთან დაკავშირებით და წერს დასკვნას პროფესიული სტუდენტის მიერ შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებთან შიდა მობილობის მსურველი პირის დოკუმენტების შესაბამისობის თაობაზე. დასკვნა წარედგინება აკადემიის დირექტორს ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში, ხოლო დოკუმენტის ასლი მიეწოდება შიდა მობილობის მსურველ პირს აკადემიის საქმისწარმოების ერთიანი ინსტრუქციის შესაბამისად;
  11. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვისას აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უფლებამოსილია კონსულტაციისათვის მიმართოს შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს ან/და დარგის სპეციალისტებს;
  12. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დადებითი დასკვნისა და მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის თანხმობის საფუძველზე, შიდა მობილობით პროფესიული სტუდენტის გადასვლის შესახებ გამოიცემა დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით;
  13. პროფესიულ სტუდენტს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საიდანაც გადადის და გამოიცემა აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით.

  მობილობის უფლების შეზღუდვა

  1. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ (დანართი №1) ერთი და იმავე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამის ფარგლებში;

მობილობის უფლება პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების წინაპირობასაც ის აკმაყოფილებს.

მობილობის მსურველი პირის ჩარიცხვაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები

აკადემია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ:                                          

  1. აკადემიას არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში;                                                                                                                 
  2. აკადემია ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პირის შემდგომ განათლების მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  3.  მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს აკადემიის მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილ წინაპირობებს ( ასეთის არსებბობის შემთხვევაში).