საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

განისაზღვრა აკადემიის მე-3 და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის ვადები.
შერჩევის დრო და თარიღი გამოგზავნილია რეგისტრაციის პროცესში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, გთხოვთ, გაეცნოთ გზავნილს.
შიდა შერჩევა წარიმართება საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში – ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

  1. დაუშვებელია გამოცდაზე დაგვიანება
  2. რეგისტრაციის გასავლელად, აკადემიაში გამოცხადდით გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
  3. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა)
  4. დაუშვებელია საგამოცდო სივრცეში ტელეფონისა და სხვა ელ. მოწყობილობების შეტანა
  5. საგამოცდო სივრცეში დასაშვებია, მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა
  6. შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ, როგორც აკადემიისგან, ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან  – emis.ge