📣საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ აკადემიის პარტნიორ სსიპ ქ.თბილისის N36 საბავშვო ბაგა-ბაღში.
სიახლეები
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფმა დაასრულა.
👉საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ 23 კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების შრომის უსაფრთხოების 31 სპეციალისტი გადაამზადა. ➡️მიმდინარე წლის 11 ნოემბერს სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. 🔊აკადემია მხარს უჭერს პროფესიული დაწესებულებების განვითარებას. ტრენინგში მონაწილე კოლეჯები შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის შესაბამისად ზრუნავენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტერაბანკში
✅საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოიპოვა პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ განხორციელების უფლება №127და №153 საჯარო სკოლებში. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს თვითგამორკვევასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. ✅კურსი მოიცავს პროფესიული ორიენტაციის ელემენტებს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პროფესიისათვის დამახასიათებელი პროცესების ერთობლიობას. სწორედ ამ მიზნით სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბიზნესის […]
ტრენინგი “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება მოდულურ პროგრამებში”
✔2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა ტრენინგი “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება მოდულურ პროგრამებში” ✔ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების მომზადება პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის კომპეტენციის განვითარება პროფესიული სტუდენტების სწავლებისა და შეფასების მიმართულებით. მათ მიიღეს ინფორმაცია სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შეფასების ახალი მიდგომების შესახებ. ტრენინგი პრაქტიკული აქტივობებით იყო […]
სტუდენტებისა და მსმენელებისთვის „ნიკორა ტრეიდში“ არსებული ვაკანსიების შეთავაზება
📣სტუდენტებისა და მსმენელების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „ნიკორა ტრეიდის“ რეკრუტინგ-მენეჯერები ნინო ადამაშვილი და მარიამ ჯაფარიძე შეხვდნენ აკადემიის სტუდენტებსა და მსმენელებს. შეხვედრის მიზანი „ნიკორა ტრეიდში“ არსებული ვაკანსიების შეთავაზება იყო. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს პირობები და მათთვის მორგებული გრაფიკი შესთავაზეს. გასაუბრების შედეგად […]
ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სასწავლო ექსკურსია სს „ტერაბანკში“
📣ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის გაცნობითი პრაქტიკა-საფინანსო სერვისები, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, პროფესიული გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციაში სს „ტერაბანკში“.
ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა სასწავლო ექსკურსია საქართველოს ეროვნულ არქივში
📣საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის გაცნობითი პრაქტიკა-საოფისე საქმე, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, პროფესიული გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციაში საქართველოს ეროვნულ არქივში.
ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, რომელთაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ოფისის უფროსი ნაომი ჰელბინგი. ✅ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შინაარს ისა და განხორციელების მიდგომების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი საექთნო საქმის […]
გრძელდება გერმანიაში ვიზიტი
საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტის პროფესიულ სკოლაში სკოლის დირექტორმა ბატონმა ულრიხ დროსტემ პრეზენტაცია გააკეთა სკოლის სტრუქტურის, პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებები ითანამშრომლებს სკანდალი განათლებისა და საექთნო განათლების მიმართულებით, დაისახა თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები, სკოლის დირექტორი სამუშაო ვიზიტით […]
გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
აკადემიის დირექტორი ია ერაძე გერმანიაში, ოლდენბურგის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწვია (BBS Wechloy). ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის თანამშრომლობას 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი აკადემიას ეწვია და ტურიზმისა და ფინანების მიმართულებით მის პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარა სტაჟირება. https://bbs-wechloy.de/…/alsazubi…/laenderinfos/Georgien.pdf პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორთან, ოლივერ პუნტთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან […]