Home »

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები  მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • უსაფრთხოება:

სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ უსაფრთხო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში;

სტუდენტებს უფლება აქვთ, იყვნენ თავისუფალი შევიწროებისგან, სექსუალური შევიწროების ან ძალადობისგან, ბულინგის ან დისკრიმინაციისგან, უპატივცემულობისგან, დაზიანებისა და ძალადობისგან.

სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ აკადემიაში უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფაში. სტუდენტებმა თავი უნდა შეიკავონ ქცევისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან ღირსებას.


  • ეთიკურობა და სამართლიანობა:

სტუდენტს აქვს სამართლიანი მოპყრობის უფლება, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის პროცესში;

სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან ისეთი გარემოს შენარჩუნებაზე, რომელიც პატივს სცემს თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიას და თავისუფალია დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

სტუდენტს უფლება აქვს აკადემიის მიერ დადგენილი წესით ან სასამართლოში გაასაჩივროს აკადემიის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ქმედებების ზოგადად მიღებულ და აკადემიის შინაგანაწესით დადგენილ ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობაზე.


  • პოლიტიკა და პროცედურები:

სტუდენტებს აქვთ წვდომის უფლება აკადემიის და სტუდენტური ორგანიზაციების პოლიტიკაზე, პროცედურებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე.

სტუდენტს უფლება აქვს დადგენილი წესით ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით;

სტუდენტს უფლება აქვს სახელმწიფოსგან, აკადემიისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები, დადგენილი წესით;

სტუდენტი პასუხისმგებელია აკადემიის ყველა პოლიტიკის, პროცედურების და პრინციპების დაცვაზე;

სტუდენტი პასუხისმგებელია აკადემიის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე, საზოგადოებაში აკადემიის დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის შენარჩუნებაზე.


  • გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება:

სტუდენტს აქვს თავისუფალი გამოხატვის, რწმენის, პოლიტიკური გაერთიანებისა და შეკრების უფლება, იმ პირობით, რომ ეს არ ზღუდავს სხვათა უფლებებს და საფრთხეს არ უქმნის აკადემიის  ეფექტურ ფუნქციონირებას ან არ არღვევს აკადემიის  პოლიტიკასა და პროცედურებს.

სტუდენტს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

სტუდენტს უფლება აქვს თავისუფლად დააფუძნოს პროფესიული და სხვა სტუდენტური ორგანიზაციები ან/და გაერთიანდეს მათში;

სტუდენტს უფლება აქვს საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს მართვის კოლეგიალურ ორგანოებში აკადემიის დებულების შესაბამისად;

სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან გამოიყენონ თავიანთი უფლებები და თავისუფლებები პატიოსნების, სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების პატივისცემით.


  • ანგარიშვალდებულება:

სტუდენტს აქვს თანაბარ პირობებში, ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. სტუდენტებს უფლება აქვთ გაეცნოს საკუთარი კურსებისა და პროგრამების შინაარსსა და პირობებს, უფლება აქვს გამოიყენოს მობილობა, მოითხოვოს არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარება, დაასრულოს სწავლა იმ  პროგრამაზე, რომელზეც სწავლობს.

სტუდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

სტუდენტები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ქმედებებზე,

სტუდენტი პასუხისმგებელია საკუთარ სწავლაზე.

სტუდენტი პასუხისმგებელია აკადემიური და პირადი პრობლემების გადაჭრაზე შესაბამის პერსონალთან კომუნიკაციით.

სტუდენტები პასუხისმგებელია გაეცნოს ინფორმაციას და კორესპონდენციას, რომლებიც მას მიეწოდება ერთიანი საკომუნიკაციო ქსელებით ან სხვა რელევანტური საშუალებებით.


  • პატიოსნება და კონფიდენციალურობა:

სტუდენტს აქვს სამართლიანი მოპყრობის უფლება, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის პროცესში;

სტუდენტს აქვს უფლება დაცული იყოს მისი პერსონალური ინფორმაცია და კონფიდენციალურობა, აკადემიის პოლიტიკისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუდენტი პასუხისმგებელია ისეთი გარემოს შენარჩუნებაზე, რომელიც პატივს სცემს თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიას და თავისუფალია დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

სტუდენტი ვალდებულია დაცვას სხვათა პერსონალური მონაცემები, ასევე ინფორმაცია აკადემიის შესახებ, რაც მისთვის გახდა ცნობილი, თუმცა აკადემიის მიერ არ არის გასაჯაროებული.

სტუდენტი ვალდებულია არიან გააცნობიეროს, რომ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სურათი, პოსტი, დიალოგი და ინფორმაცია საკუთარი თავის ან სხვების შესახებ არის საჯარო.



ამ დოკუმენტის მიზნებისათვის სტუდენტი ნიშნავს პროფესიულ სტუდენტს, მსმენელს ან სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს აკადემიის საგანმანათლებლო სერვისებით.

სამართლებრივი საფუძველი: აკადემიის შინაგანაწესი, მუხლები 44 და 45