1. რა შემთხვევაშია სავალდებულო სასწავლო პროცესის დაწყება ქართული ენის მოდულით?

ვის ეხება ეს?

  • თუ არაქართულენოვან სკოლაში ან პროგრამაზე სწავლობდი;
  • თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შესარჩევი ეტაპი რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე გაიარე;
  • თუ არ გაქვს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა უნდა იცოდე?

  • ასეთ შემთხვევაში, სასწავლო პროცესი იწყება ქართული ენის (A2/B1) მოდულით, რაც დაგეხმარება აკადემიურ და პროფესიულ გარემოში ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში.
  • თუ ფიქრობ, რომ უკვე ფლობ ამ დონეს, გაქვს 10 სამუშაო დღე განცხადების შესატანად, რათა დაადასტურო ქართული ენის ცოდნა აკადემიის მიერ განსაზღვრული შეფასების პროცედურის მიხედვით.
  • თუ წარმატებით დაადასტურე ქართული ენის ცოდნის დონე, შეგიძლია აღნიშნული მოდულის გავლის გარეშე დაიწყო პროფესიის დაუფლება.

ეს წესი არ ვრცელდება უცხოენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პრაქტიკა შენი პროფესიული განათლების განუყოფელი ნაწილია, რომელიც გეხმარება თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ეს არის შენი შესაძლებლობა, გახდე პროფესიონალი, გაიაზრო პროფესიის სპეციფიკა და მოემზადო მომავალი კარიერისთვის. 

როგორ ხორციელდება პრაქტიკა?

  • პრაქტიკის დაწყებამდე განისაზღვრება, რომელ კომპანიაში გაივლი პრაქტიკას;
  • შენს განრიგში ზუსტად იქნება მითითებული პრაქტიკის პერიოდი და დრო;
  • იქ დაგეხმარებიან საჭირო უნარების განვითარებაში;
  • პრაქტიკის განმავლობაში შენს საქმიანობას აკვირდება პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც მონიტორინგს უწევს პროცესს;
  • მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გამოცხადდე განსაზღვრულ დროს და შეასრულო პრაქტიკის ობიექტის მიერ განსაზღვრული დავალებები.

აკადემია MS Teams პლატფორმას იყენებს, როგორც დისტანციური სწავლების ოფიციალურ არხს. ყველა ონლაინ მეცადინეობა ტარდება ამ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას გაძლევს, ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთო სასწავლო პროცესში, მიიღო ცოდნა და აქტიურად ითანამშრომლო მასწავლებლებთან.

დისტანციური სწავლება ნიშნავს მეტ თავისუფლებას, მაგრამ, ასევე, მოითხოვს მეტ ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობას! ამისთვის საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:

სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობა

  • ონლაინ გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება – არ გამოტოვო შეხვედრები და იყავი სრულად ჩართული.
  • დისკუსიებში და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა – გუნდური მუშაობა ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება.
  • კითხვების დასმა და უკუკავშირის მოთხოვნა – არ შეგეშინდეს აზრის გამოთქმის, ეს დაგეხმარება უკეთესად აითვისო მასალა.

დროის მართვა და ორგანიზებულობა

  • დროულად ჩაერთე მეცადინეობაზე, რათა არ ჩამორჩე მასალას.
  • გაანაწილე დრო დავალებებისა და სწავლისთვის – იყავი ორგანიზებული!
  • ასინქრონული მასალების რეგულარული გაცნობა – გაიმეორე, გადაამუშავე და გააძლიერე შენი ცოდნა.

ტექნოლოგიური მზაობა

  • შეარჩიე შესაბამისი ტექნიკა – MS Teams-ის პლატფორმაზე შესვლისთვის საჭიროა კომპიუტერი, ტაბლეტი ან სმარტფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი.
  • შეისწავლე პლატფორმის ფუნქციები – იცოდე, როგორ ჩართო მიკროფონი, ვიდეო და როგორ გამოიყენო ჩატი.
  • ტექნიკური პრობლემების წამოჭრისას დროულად დაუკავშირდი კოორდინატორს – უკეთესი გამოცდილებისთვის.
  •  

აკადემიური კეთილსინდისიერება

  • იყავი დამოუკიდებელი – პლაგიატი და სხვისი ნაშრომის კოპირება დაუშვებელია.
  • თვითონ იმუშავე დავალებებზე – ეს შენი ცოდნის გაღრმავებაში დაგეხმარება.

ეთიკა და კომუნიკაციის კულტურა

  • პატივისცემით მოეპყარი მასწავლებლებსა და თანაჯგუფელებს.
  • ონლაინ ეტიკეტის დაცვა მნიშვნელოვანია:
    • ჩართე ვიდეო-კამერა და მიუთითე შენი ნამდვილი სახელი და გვარი.
    • არ ჩაწერო ან გაავრცელო ვიდეო/აუდიო ნებართვის გარეშე.
    • ჩაცმულობა და ფონი უნდა იყოს შესაფერისი სასწავლო პროცესისთვის.
    • მიკროფონი ჩართე მხოლოდ მაშინ, როცა საუბრობ.

აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა

  • გქონდეს რეგულარული კომუნიკაცია მასწავლებლებთან
  • თუ რამე არ გესმის, დროულად ჰკითხე – პრობლემა ადრეულ ეტაპზე გადაჭერი.
  • გუნდის პროექტებში იმუშავე პასუხისმგებლობით – გუნდური მუშაობა ერთ-ერთი მთავარი უნარია!

ციფრული უნარების განვითარება

  • ისწავლე ახალი ტექნოლოგიები და პლატფორმები – ეს მომავალში გამოგადგება.
  • განავითარე ინფორმაციის მოძიებისა და ფილტრაციის უნარი – გახდი უფრო დამოუკიდებელი სწავლაში.