მიმდინარე წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუდენდების მიერ მოეწყო აქტივობა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამის სტუდენტები.
აქტივობის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებმა, ქართველ მოსახლეობას მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე, დაურიგეს მათ სიმბოლური საჩუქრები.
დღევანდელი დღის მეორე აქტივობის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს. აკადემიამ აქტივობაში მონაწილე სტუდენტებს, სიმბოლურად გადასცა მხატვრული შინაარსის წიგნები.