ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება მდიდარი და მრავალფეროვანია. სტუდენტები მონაწილეობენ დაწესებულების მართვაში, დაწესებულებაში არსებობს კურიკულუმის გარეშე აქტივობებთან დაკავშირებული სტუდენტური ინიციატივების წარდგენის წესი და მასზე რეაგირების პროცედურები, რომლის მიზანია პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება, პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება,სოციალური ინტეგრაცია და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, დასვენება, მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ჩემპიონატებში საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფები არა ერთი აქტუალური ღონისძიების ავტორი და შემსრულებელია.