პროგრამაზე რეგისტრაციის გამოცხადება
1. აკადემიის მიერ პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია ცხადდება აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით და მონაცემები შეიტანება ელექტრონულ სისტემაში;
2. აკადემია პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს ღია ან დახურული წესით;
3. ღია წესით რეგისტრაციის გამოცხადების შემთხვევაში ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
4. დახურული წესით რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკადემია გააფორმებს ხელშეკრულებას სხვა იურიდიულ პირთან ან ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რომლის ფარგლებშიც უნდა უზრუნველყოს პირთა გარკვეული წრის პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადება. დახურული რეგისტრაციის წესით აპლიკანტთა შერჩევის დროს აკადემია ელექტრონულ სისტემაში ატვირთავს ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტს/ხელშეკრულებას;
აპლიკანტთა რეგისტრაცია
1.აპლიკანტი პროგრამაზე რეგისტრაციისათვის გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს აკადემიას. რეგისტრაციის დახურული წესით გამოცხადების შემთხვევაში, პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემია ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
2. ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ირჩევს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამას.
3. აპლიკანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს პროფესიული პროგრამაზე რეგისტრაცია.
აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტი განცხადებით მიმართავს აკადემიის დირექტორს
2. პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
ბ) შევსებული ანკეტა
გ) აპლიკანტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის/წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა ან მშობლის მიერ გაცემული მინდობილობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა);
ე) პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად – საბაზო განათლების ან უფრო მაღალი საფეხური/დონეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;
თ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება პროგრამა. დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი/დიპლომი, თუ პირმა სასკოლო/ზემდგომი განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე. არაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში – ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობისას პირს უტარდება გამოცდა აკადემიის მიერ. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, პირი ვერ ჩაირიცხება პროგრამაზე;
ი) სხვა დოკუმენტები პროგრამის სპეციფიკის მიხედვით, პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
3. აპლიკანტის მიერ ჩასარიცხად დოკუმენტების წარდგენა შეიძლება განხორციელდეს:
ა) ფიზიკურად, მატერიალური სახით;
ბ) საფოსტო გზავნილის სახით;
გ) აკადემიის ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით;
დ) კომუნიკაციის სხვა ოფიციალურ საშუალებებზე გაგზავნა, რაც განისაზღვრება აკადემიის საქმისწარმოების წესით.
აპლიკანტთა შერჩევა
1. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა შერჩევას ახორციელებს აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი შესარჩევი კომისია, რომლის შემადგენლობაში სავალდებულოდ შედიან: აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა პირები აკადემიის დირექტორის გადაწყვეტილებით;
2. აპლიკანტის შერჩევა ხორციელდება პროგრამაზე დაშვების წინაპირობების შემოწმების მიზნით, იგი მოიცავს:
ა) წინმსწრები განათლებისა და სავალდებულოდ მოთხოვნილი დოკუმენტების არსებობისა და მათი შესაბამისობის შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი სრულად არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას აკადემიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, შესარჩევი კომისია არ განიხილავს აპლიკანტის შერჩევის საკითხს;
ბ) პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აპლიკანტის მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე აპლიკანტის ასაკის შემოწმებას;
გ) პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პროგრამაზე დაშვების სხვა წინაპირობის შემოწმებას;
დ) პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შემოქმედებითი, სპორტული ან სხვა სახის ტურის ჩატარებას ან/და გასაუბრებას;
4. აპლიკანტთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესარჩევი კომისია ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებები აისახება აპლიკანტთა შეფასების ფორმაში. შეფასებების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის შეფასება. შეფასებების საფუძველზე დგება რეიტინგული სია.
5. აპლიკანტთა დოკუმენტაციის მიღებას, შერჩევის პროცესის ორგანიზებასა და სტატუსის მოპოვება/შეწყვეტის პროცესის ორგანიზებას ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
მსმენელის სტატუსის მოპოვება/შეწყვეტა
1. ჩარიცხვის უფლების მქონე პირი ვალდებულია აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს აკადემიის მიერ მსმენელის სტატუსის მოპოვების მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2. ყველა მოცემული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აკადემიის დირექტორი უზრუნველყოფს ჩარიცხვის უფლების მქონე პირისთვის მსმენელის სტატუსის მინიჭებას, რაც დასტურდება აკადემიის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით მსმენელის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.