- მიმოხილვა
- თემატიკა
- განრიგი
- საფასური და რეგისტრაცია
- სპეციალური შეთავაზებები კომპანიებს
- საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომრის N01-25/ნ ბრძანებით, საშიშპირობებიანი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა 130 საათიანი აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა.
პროგრამა პასუხობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს. იგი განკუთვნილია როგორც მოქმედი, ასევე დამწყები შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისათვის.
სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.
პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.
სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:
- აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
- იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
- შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
- შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ტრენერები: მიშა კორძახია, ტიტე ბოლქვაძე, ლიანა მინდაძე, ბორის ოსიპიანი
- შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
- საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
- სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
- პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
- ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები
- სიმაღლეზე მუშაობა
- ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება
- ერგონომიკა
- ამწე მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობა
- ტრენინგის დასაწყისი:
- ტრენინგის ხანგრძლივობა:
- ჩატარების დრო:
- ტრენინგის ღირებულება: 2000 ლარი
- გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.
სწავლის მსურველი პირის მიერ ელექტრონული განაცხადის გამოგზავნისა და აკადემიის მიერ გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე გადახდილი სწავლის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ თქვენს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სააუდიტორო და საკონსულტაციო მომსახურებას
მომსახურების გაწევის სამართლებრივი საფუძველი:
- გაერთიანებული ერების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის სისტემების ILO-OSH 2001” მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ნორმები;
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანომდებლობით დადგენილი ნორმები;
მომსახურების აღწერა:
მომსახურეობა მოიცავს: Ø კომპანიის საწარმოო სამუშაო პროცესებისას არსებული საფრთხეების გამოვლენას; Ø რისკების იდენტიფიცირებასა და მათი დონის განსაზღვრას; Ø რისკების მართვის ღონისძიებების დაგეგმვას; Ø კონკრეტული რისკების შესაბამისად, რეკომენდაციებისა და სათანადო ზომების განსაზღვრას; Ø საწარმოს ყველა თანამაშრომელთა ტრენინგს 5 ძირითად მოდულში; Ø რისკების მართვის ღონისძიებების მიზნებისათვის, კონკრეტული დოკუმენტების პროექტების შემუშავებას. საწარმოს შესაბამისი თანამშრომელებისთვის ტრენინგების ჩატარება 5 მოდულში მოიცავს: · სახანძრო უსაფრთხოებას - 3 საათი; · პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას - 2 საათი; · ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენება - 1 საათი; · სიმაღლეზე მუშაობას - 3 საათი; · ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობას- 2 საათი. |
მომსახურების ჩაბარების წესი:
შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ჩაბარება გულისხმობს:
- თქვენ კომპანიაში არსებული სამუშაო პროცესების ვიზუალურ დათვალიარებასა და ადგილზე შრომის უსაფრთხოების პირობების შეფასებას, მათ შორის - შეფასების ანკეტების შევსებასა და თანამშრომლებთან გასაუბრებას (დასტურდება: შეფასების ანკეტებით, ფოტო - სურათებით).
- სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასებით ანალიზს, რომელიც მოიცავს ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და უბედური შემთხვევების რისკ ფაქტორების განსაზღვრას, ასევე, ერგონომიული და ფსიქოლოგიური გადატვირთის საფრთხეების იდენტიფიცირებას (დასტურდება: ანალიზის დოკუმენტით და შეფასების ანკეტებით);
- რისკის მართვის ღონისძიებათა გეგმის შემუშავებასა და მასზე დაყრდნობით, შესაბამისი საწარმოო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას (დასტურდება: რისკის მართვის ღონისძიებათა გეგმითა და შესაბამისი დოკუმენტების/ინსტრუქციების პროექტებით);
- საწარმოს ყველა თანამშრომლისათვის 5 სატრენინგო მოდულში ტრენინგების ჩატარებას (დასტურდება: მონაწილეთა სიით, მოდულების პრეზენტაციის მასალებით, მონაწილეებზე გაცემული სერტიფიკატებით, ფოტო სურათებით);
- დასკვნითი რეკომენდაციების მომზადებას საწარმოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფისათვის (დასტურდება: სარეკომენდაციო დასკვნითი ანგარიშით);
- საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ყოველთვიურად საწარმოო ობიექტებზე ვიზიტების ჩათვლით (დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით).
მომსახურების ვადა და ღირებულება:
მომსახურების ხანგძლივობა და ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის მოცულობაზე
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტიორი კომპანიებისათვის იმოქმედებს 10%-იანი ფინანსური შეღავათი
მომსახურების ღირებულების გადახდის წესი:
მომსახურების ღირებულების გადახდა წარმოებს 2 ნაწილად. პირველი ნაწილი - მთლიანი ღირებულების 30%-ის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი თანხა აუდიტორული დასკვნის დამკვეთისთვის გადაცემიდან 5 სამუშაო დღეში.
უფასოდ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ შრომისა და სოციალურ სფეროში კონსულტაციების გაწევას პრაქტიკული რეკომენდაციების ჩათვლით. კერძოდ:
✅შრომის უსაფრთხოების საკითხები ✅შრომის კანონმდებლობის რეგულაციები ✅დასაქმებისა და სოციალურ პოლიტიკაში არსებული რეგულაციები ➡ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აკადემიის facebook გვერდზე მოგვწერეთ ნომერი და ორი დღის მანძილზე დაგიკავშირდებათ ჩვენი ექსპერტი.ლიკა კომახიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახურის სპეციალისტი
ტელ: (+995 32) 2 40 33 40 (101)
მობ.: 555 99 52 55
ელ.ფოსტა: pr@sba.edu.ge
ია ერაძე
დირექტორი
ტელ: (+995 32) 2 40 34 40 (102)
მობ.: 599 97 57 72
ელ.ფოსტა: i.eradze@sba.edu.ge