პროფესიული პროგრამის აღწერა
1.სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე: ლოგისტიკა/ Logistics
2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ლოგისტიკაში / Secondary Vocational Qualification in Logistics
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“,
კოდი 0413, აღმწერი – „შეისწავლის ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ფუნქციონირებისა და საქმიანობის დაგეგმვას, ხელმძღვანელობასა და მუშაობას/ოპერირებას. მენეჯმენტის პროგრამები, რომლებიც მოიცავენ ადმინისტრირებას, ეკონომიკას, ფინანსებს და ა.შ. კლასიფიცირდება ამ სფეროში თუ აქცენტი გადატანილია მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე.“
3. მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სატვირთო გადაზიდვებისა და პორტის ლოგისტიკის სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება სატრანსპორტო, სასაწყობო, საპორტო დოკუმენტაციის შევსება; ტვირთის საწყობში შენახვის ორგანიზება; ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა; ნავსადგურში გადაზიდვების მონიტორინგი და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
4. დაშვების წინაპირობა/წინაპირობები:
➢ სრული ზოგადი განათლება საშუალო პროფესიული კვალიფიკაციისათვის
➢ საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები
5.დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ლოგისტიკაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის მიმართულებით შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო – ლოჯისტიკურ ორგანიზაციებში; საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში;
ატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ასოციაციებში; სატრანსპორტო და საექსპედიციო ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსებში; სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუციო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში; საბაჟო-ტერმინალურ კომპლექსებში; სასაწყობო მეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.
➢ ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 49.4; 49.41; 49.41.0;
49.42; 49.42; 49.42.0; 51.2; 51.21; 51.21.0
➢ დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3323.
6.კურსდამთავრებულს შეუძლია:
1.დაგეგმოს სატვირთო გადაზიდვები;
2.გააფორმოს შეკვეთა;
3.განახორციელოს გადაზიდვების მონიტორინგი;
4.შეავსოს სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
5.გადაზიდვების დროს გამოთვალოს ლოგისტიკური დანახარჯები;
6.მიიღოს ტვირთი საწყობში;
7.გააკონტროლოს ნაშთები.
საკონტაქტო ნომერი: 032 2 40 34 40