საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩავაბარე 2020 წელს. ვსწავლობდი ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც თბილ გარემოსთან ერთად დაგვხვდნენ საოცარი ლექტორები. მათი დამსახურებით შევძელი საკუთარი თავის განვითარება. აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი მიზნების ჩამოყალიბებასა და ამ მიზნების რეალიზებაში. მომცა ცოდნა, მოტივაცია და გამოცდილება, რომ ჩემი ძალები მომესინჯა პარმაცევტის პროფესიაში.
სწავლის პერიოდშივე ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგებს. ასევე, სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული კომპონენტის გავლას პარტნიორ ორგანიზაცია ,,პსპ ფარმაში’’, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული უნარების გამომუშავებას. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს რეკომენდაციითა და დამსაქმებლის გადაწყვეტილებით დავსაქმდი ,,პსპ ფარმაში’’ . უკვე ერთი წელია, რაც 𝐏𝐒𝐏-ს დიდ ოჯახში მიმიღეს და მას შემდეგ, ყოველდღე ვზრუნავ ადამიანებზე.
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვაკეთო საყვარელი საქმე, ჩემი პროფესიითა და ცოდნით, 𝐏𝐒𝐏-სთან ერთად დავეხმარო ადამიანებს. მადლობა SBA-ს და მათ საოცარ ლექტორებს გაწეული შრომისთვის, თითოეული ჩვენგანის მხარში დგომისთვის. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრებისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დავუკავშირე. აკადემიაში შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და კომპეტენტური სამუშაო გუნდი ხელს გვიწყობდა თითოეულ სტუდენტს განვითარებაში.
2022 წელს დავამთავრე საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBAს ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. SBA-ში მიღებულმა განათლებამ მომცა საშუალება პრაქტიკაში გამომეყენებინა ჩემი ცოდნა. უღმერსი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა SBA-ს თანამშრომელს. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც GPC-ს გუნდს შემოვუერთდი და მათთან ერთად ადამიანების ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. ჩემი პროფესია ყველაზე საპასუხისმგებელო და მნიშვნელოვანია.
გვანცა ჩიხრაძე
VTB ბანკი – საინფორმაციო ოფიცერი
კურსდამთავრებულები
2019
2019 წელს დავამთავრე საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ფინანსების პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამა, კერძოდ, საბანკო საქმე. SBA-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა პრაქტიკაში გამომეყენებინა დაგროვილი ცოდნა. სწავლის პერიოდშივე ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგებს, ასევე, სწავლის პერიოდში ჩაგვიტარდა პრაქტიკები პარტნიორ ორგანიზაციაში „საქართველოს ბანკების ასოციაციაში“, სადაც სასწავლო პროცესი სრულიად პრაქტიკულ კომპონენტზე დაყრდნობით მიმდინარეობდა. სტაჟირების ბოლოს გადმოგვეცა სერთიფიკატები „ყალბი ფულის პრევენციასა“ და „გაყიდვებსა და სერვის პლუსში“.
კურსის დამთავრების ბოლო წელს SBA-იმ მოგვცა საშუალება რომ სტაჟირება გაგვევლო ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაცია – „ტერა ბანკში“, სადაც არაჩვეულებრივი გარემო და ადამიანები დამხვდა, რომელთა საშუალებითაც იმ დროის განმავლობაში ბევრი პროფესიული უნარ-ჩვევები განვივითარე და გარკვეული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოვიყენე. სტაჟირების ბოლოს ტერა ბანკმა საშუალება მომცა, დავსაქმებულიყავი ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA საშუალებას გაძლევს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გამოიყენო და ასევე, დასაქმდე.
ილია გევორქიანი
GreenWay Logistic – საბაჟო საქმის სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2018
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩავაბარე 2015 წელს. ვარ საბაჟო საქმის სპეციალისტი. აკადემიის რეკომენდაციით სტაჟირება გავიარე საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია ,,GreenWay Logistic “-ში, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ, ამავე კომპანიაში ამიყვანეს ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, სადაც დღემდე ვმუშაობ. ვამაყობ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში საქართველოს საზღვრებს გარეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ გატანილი პროდუქცია არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც დევს. მაქვს შესაძლებლობა, ჩემი სურვილის მიხედვით, ვაკეთო ის, რაც მომწონს და მიზიდავს. ვაგრძელებ აკადემიაში დაწყებულ საქმეს, ქვეყნის ექსპორტ-იმპორტი ხომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ქვაკუთხედია.
,,GreenWay Logistic “-ში მუშაობის პარალელურად ვიყავი პრაქტიკაზე 1 თვით შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრების მიმღებ პუნქტში, რაც არანაკლებ საინტერესო და გამოცდილების მომცემი იყო ჩემთვის.
მადლობელი ვარ ჩემი აკადემიის იმ უნარებისთვის და ცოდნისთვის, რომლის გარეშეც მე დღეს აქამდე ვერ მოვიდოდი.
მარიამ სესიაშვილი
ლიბერთი ბანკი – პრობლემური აქტივების მენეჯერი
კურსდამთავრებულები
2019
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA“ -ის მასწავლებლებსა და დამფუძნებლებს რომ შევძელი, მესწავლა საქართველოს N1 ავტორიზებულ ისეთ დაწესებულებაში, როგორიცაა „SBA“ .
დავიწყებ იქიდან, რომ 2016 წელს, როდესაც გადავწყვიტე ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლა, ძალიან გამიმართლა, რადგან შევძელი ის ყველაფერი მესწავლა რაც მაინტერსებდა. ეს ყველაფერი კი აკადემიის პროფესიული მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებმაც შეძლეს ის უნარები განმევითარებინა, რომელთაც დიდი ალბათობით მათი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ სწავლასთან ერთად იყო ბევრი გართობა – წახალისება, რომელიც გვიმარტივებდა სწავლის პროცესს და ჩვენი პროფესიული მასწავლებელები მუდამ ცდილობდნენ თეორიული სწავლება პრაქტიკაში გამოგვეყენებინა, მათი დახმარებით მე და ალბათ, დანარჩენმა კურსელებმა ვიპოვეთ თავი და მივხვდით სად ვხედავდით იმ ნათელ წერტილს, რომელსაც კარიერის საწყისი საფეხური ერქვა. გვქონდა ჯგუფები და თამაშები „რა ? სად ? როდის“, რომელიც მარტო თამაშს არ წარმოადგენდა დაფუძნებული იყო იმ სააზროვნო ფაქტებზე, რაც ყოველთვის ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა. ასევე აღსანიშნავია კონფერენციები, რომლებმაც მე პირადად დიდი გამოცდილება მიმაღებინა .
აკადემიაში სწავლის დროს ჩემს სფეროში დავიწყე მუშაობა და შეძლებისდაგვარად ვუთავსებდი, რაშიც ხელს მიწყობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკები უნდა გაგვევლო პარტნიორ ბანკში, მე პარალელურად ვმუშაობდი ლიბერთი ბანკში და შესაბამისად აკადემიის პარტნიორ ტერა ბანკში ვერ გავიარე პრაქტიკა, რამაც ძალიან დამთრგუნა, რადგან წყდებოდა მნიშვნელოვანი ეტაპი – კვალიფიკაციის მინიჭება, რაც ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა შეფასების გარეშე; ამიტომ აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ, რა თქმა უნდა აქაც შეძლო ჩემი დახმარება. შუამდგომლობა გავუწიე აკადემიას და ლიბერთი ბანკს, რათა გაეფორმებინათ თანამშრომლობის მემორანდუმი და მიმეღო შეფასება. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ჩემს შემდგომ სტუდენტებს, თავისუფლად შეუძლიათ საწარმოო პრაქტიკის კომპონენტი გაიარონ და შესაბამისი განათლება მიიღონ, როგორც „ტერა ბანკი-ში, ასევე „ლიბერთი ბანკში“. ახლო მომავალში რა თქმა უნდა, რადგან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სწავლის პერიოდში შესაძლებელია ის მინიმუმი გააკეთოს სტუდენტმა, რაც მისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება, ამაში კი აკადემია ხელს შეუწყობს.