პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე: 3
პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 9 კვირა
კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 16 საათი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ კომპიუტერის
პროგრამულ უზრუნველყოფას კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ან საკუთარი მოხმარებებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით) კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
2. ოპერაციული სისტემის გამართვა;
3. გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
4. ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
5. ქსელური მოწყობილობების დამისამართება.
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.