Home »
სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (SPA) მუშაობა

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (SPA) მუშაობა

პროგრამის სახელმწოდება: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (SPA) მუშაობა

პროგრამის სახე: პროფესიული მომზადება

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე: 5

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8 კვირა
კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 8 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება

პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, რათა მათ სამეწარმეო
იურიდიული პირების სახელით შეძლონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში, როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის სტატუსით.
აღნიშნული კომპეტენციების განვითარება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შემსყიდველის მხრიდან არსებული
რისკების შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდის მეწარმე იურიდიული პირების შესაძლებლობებს განახორციელონ საკუთარი საქონლის,
მომსახურების და სამუშაოს შეთავაზება სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. ამ კომპეტენციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და პოსტპანდემიური ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში.

სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით) კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრაცია;
2. სატენდერო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მომზადება;
3. სატენდერო წინადადების და წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ;
4. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა .

 

გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.