გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ექსპერტებს გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის, პროგრამებისა და აკადემიის პერსპექტივების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. ქალბატონმა იამ სტუმრებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი