სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის შესახებ Home »

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბაზრის კვლევას და ახალი პროფესიული/სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ინიცირებას, პოტენციურ დამსაქმებელთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მათ შემუშავებას, დაგეგმვას და განხორციელებას.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის შემადგენლობაში შემავალი კვალიფიციური პერსონალი და პოტენციური დამსაქმებლები უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის ხარისხიან წარმართვას, გამოცდილების გაზიარებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი თეა მაისურაძე