დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პროფესიული მომზადების პროგრამას –
👉 ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”.
➡გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველ მსმენელებთან გასაუბრება გაიმართა, რომლის შედეგად შეირჩა 2 ჯგუფი.
✅მსმენელებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელიც ჩაატარა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლაშა იაშვილმა MS Teams-ის პლათფორმის გამოყენებით.
📍აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 14 დეკემბრიდან.
📑შეგახსენებთ პროგრამის უპირატესობებს:
🔹პრაქტიკა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ქსელში არსებულ წარმატებულ ბიზნეს კომპანიებში;
🔹წარჩინებით სწავლის შემთხვევაში ანაზღაურებადი სტაჟირება;
🔹სწავლის საფასური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
🔹პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
👥წარმატებული კურსდამთავსებულების დასაქმებაზე იზრუნებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია.

კომენტარები

კომენტარი