კვალიფიკაციის მინიჭება Home »

კვალიფიკაციის მინიჭება
1. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველია პროფესიული სტუდენტის მიერ დააგროვილი პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების სრულად ათვისება.
2. სტუდენტებს, რომლებიც პროგრამას დაასრულებენ დუალური მიდგომით სწავლების გზით, სავალდებულო წესით უტარდებათ შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდა. შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განსაზღვრულია აკადემიის „პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურების წესით.“
3. პროფესიული სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველი არის საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ სავალდებულოდ უტარდებათ ასეთი გამოცდა. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა განსაზღვრულია აკადემიის „პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურების წესით.“
4. თუ პროგრამის შემუშავების საფუძველი ადგენს კვალიფიკაციის მინიჭების ამ მუხლის მოთხოვნებისაგან განსხვავებულ ან დამატებით წესს, აღნიშნული საკითხი რეგულირდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით და განსხვავების შემთხვევაში პროგრამით დადგენილ წესს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.

საკვალიფიკაციო კომისია
1. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებას ახორციელებს საკვალიფიკაციო კომისია, რომელიც სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე, იქმნება დირექტორის ბრძანებით და მასში შესაძლოა შედიოდნენ:
ა) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
დ) დამსაქმებელთა ან/და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები;
ე) სხვა პირები, მათი კომპეტენციის შესაბამისად, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოწვევით.
2. საკვალიფიკაციო კომისია იხილავს იმ სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხს, რომელთაც სრულად აითვისეს ან აღიარებულ ექნათ შესაბამისი საფეხურის/დონის პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები;
3. საკვალიფიკაციო კომისია იხილავს სტუდენტის პირად საქმეს, მის მიერ მიღებულ შეფასებებს, უფლებამოსილია პროგრამის ხელმძღვანელისაგან ან მოდულის განმახორციელებელი პირებისგან მოითხოვოს დამატებითი დახასიათება, რეკომენდაცია ან დანიშნოს გასაუბრება პროფესიულ სტუდენტთან. პროგრამის მოთხოვნების ან დუალური სწავლების მიდგომით კურსდამთავრებულების შემთხვევაში – ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდას;
4. საკვალიფიკაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ან კვალიფიკაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
5. საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც სავალდებულოდ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;
6. პროფესიული სტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მონაცემები აისახება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აკადემიის მიერ დადგენილი წესით.