კვალიფიკაციის მინიჭება Home »

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭება

  1. სტუდენტისათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების საფუძველია მის მიერ არანაკლებ 240 ECTS კრედიტის დაგროვების გზით შესაბამისი კომპეტენციების ათვისება, რაც დასტურდება შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის ყველა სავალდებულო და სტუდენტის მიერ არჩეულ კომპონენტში დადებითი შეფასების მიღებით;
  2. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს ფაკულტეტის საკვალიფიკაციო კომისია;
  3. ფაკულტეტის საკვალიფიკაციო კომისია იხილავს სტუდენტის პირად საქმეს, იბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას ან საბაკალავრო ნაშრომის დაცვას და იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტისათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რაც ფორმდება ფაკულტეტის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმით.

დიპლომის სახეები და მისი გაცემის პირობები 

  1. საკვალიფიკაციო კომისიის ოქმის საფუძველზე აკადემია ამზადებს და გასცემს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს, რომლის ნიმუშიც მზადდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების და პროცედურების დაცვით.
  2. დიპლომთან ერთად გაიცემა დიპლომის დანართი.
  3. არსებობს დიპლომის ორი სახე:

ა) წარჩინების დიპლომი

ბ) ჩვეულებრივი დიპლომი

  1. წარჩინების დიპლომი გაიცემა პირზე, თუ კუმულატიური GPA საბაკალავრო პროგრამის ყველა კომპონენტიის მიხედვით შეადგენს 4-ს.

დიპლომის ფორმები

Bakalavri warchinebis Bakalavri