მისია Home »

SBA განვითარებაზე ორიენტირებული დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს  სამეწარმეო, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით და  უნარებით აღჭურვილი პროფესიონალების განათლებაზე და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც უზრუნველყოფს  მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების ფორმალური და არაფორმალური გზით მიღების შესაძლებლობას.

აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ორიენტირებულია არა მხოლოდ დარგობრივი, არამედ მთელის სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების გამომუშავებაზე, როგორც საკვალიფიკაციო პროგრამების, ისე კურიკულუმის მიღმა აქტივობების განხორციელების გზით, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას, პიროვნულ განვითარებას და მის საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებას.

ფართო სპექტრის, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების შეთავაზების, სასიამოვნო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს და სერვისების უზრუნველყოფის, სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაში აკადემიის საზოგადოების ჩართულობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის სწავლის შედეგების მიღწევის ალტერნატიული შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და სწავლების ინტერნაციონალიზაციის გზით, აკადემია ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიონალურ და პიროვნულ ტრანსფორმაციას, იმის გააზრებას თუ როგორ შეუძლიათ ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობით, კრეატიულად მიუდგნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ამ გზით სარგებელი მოუტანონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

ღირებულებები

 საკუთარი მისიიდან გამომდინარე, 2018-2024 წლების სტრატეგიის განხორციელებისას აკადემია ეყრდნობა შემდეგ მთავარ ღირებულებებს:

ხარისხი – აკადემია მუდმივად ავითარებს როგორც სწავლების, ისე მისი საქმიანობის სხვა მიმართულებებს ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად;

ხელმისაწვდომობა – აკადემია ცდილობს უკეთ უზრუნველყოს მისი სერვისების როგორც ფიზიკური ასევე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

თავისუფლება – აკადემია უზრუნველყოფს სწავლის, სწავლების, განვითარების თანაბარ შესაძლებლობას, ნებისმიერი დისკრიმინაციის აკრძალვას, აკადემიურ და გამოხატვის თავისუფლებას ეთიკური ნორმების დაცვით;

პასუხისმგებლობა – აკადემია აცნობიერებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას და ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნულ ფარგლებში. აკადემია უზრუნველყოფს, სტუდენტების მიერ საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის აღებას, ხოლო პერსონალი – საკუთარ საქმიანობაზე და ამ პროცესში იცავენ კეთილსინდისიერების პრინციპებს.

 ხედვა

 2024 წლისათვის აკადემია იქნება დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას გაუწევს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და სხვა სახის სერვისებს საკუთარი სამეწარმეო იდეების რეალიზებაში, ბიზნესის განვითარებასა და ოპერირებაში. ამ მიზნით მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:

  • საბაზო და ზოგადი განათლების მქონე პირებისათვის მაღალი ხარისხის, მათ შორის უცხოელ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად განხორციელებული საკვალიფიკაციო პროგრამების შეთავაზება;
  • სამუშაოს მაძიებლებისა და დასაქმებულთათვის მაღალი ხარისხის მომზადების, გადამზადების, სტაჟირების პროგრამების შეთავაზება საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • მოქმედი ბიზნესისა და მეწარმეებისათვის საკონსულტაციო, კვლევებისა და დაგეგმვის სერვისების შეთავაზება, მათ შორის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის კუთხით;
  • ბიზნესისათვის სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზება ან/და აუთსორსული მომსახურეობა მათი საქმიანობის ცალკეულ ფუნქციონალურ სფეროებში.