პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტერაბანკში

პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტერაბანკში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოიპოვა პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ განხორციელების უფლება №127და №153 საჯარო სკოლებში. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს თვითგამორკვევასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
კურსი მოიცავს პროფესიული ორიენტაციის ელემენტებს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პროფესიისათვის დამახასიათებელი პროცესების ერთობლიობას. სწორედ ამ მიზნით სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ ტერაბანკში იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები საბანკო დაწესებულებაში გაეცნენ სალაროსა და მოლარე-ოპერატორის მუშაობის სპეციფიკას, გაიმართა გასაუბრება პროფესიასთან დაკავშარებულ საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა სამუშაო გარემოსა და სამუშაო ადგილზე ქცევის წესების ეტიკეტზე.

 

კომენტარები

კომენტარი