პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები Home »

 ჩარიცხვის პროცედურა

  1. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიული ტესტირების გზით ან პროფესიული ტესტირების გარეშე;
  2. პროფესიული ტესტირებით ჩარიცხვა წარმოადგენს ვაუჩერული დაფინანსების წინაპირობას;
  3. პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის წესი და პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 ჩარიცხვა კონკურსის შემთხვევაში, პროფესიული ტესტირების გარეშე

  1. კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდა, ხოლო შემდეგ ეტაპზე იმ აპლიკანტებს, რომლებსაც ზოგადი განათლების იმ საფეხურზე, რომელიც პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს, აქვთ უფრო მაღალი საშუალო შეფასება (შეფასებების საშუალო არითმეტიკული);
  2. პროგრამაზე კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური/დონეს გავლისას მიღებული შეფასებების ფურცელი (ნიშნების ფურცელი).
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები აკადემიის მიერ მოითხოვება მხოლოდ კონკურსის არსებობის შემთხვევაში.

 პროგრამაზე დაშვება

  1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. პირი, რომელსაც აქვს:

ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხური/დონეს სწავლის შედეგები;

ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

  1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

 პროფესიული ტესტირების გარეშე ჩარიცხვის შემთხვევაში, დუალური მიდგომით სწავლებისათვის სტუდენტის შერჩევა და კონკურსის ჩატარება პროფესიული ტესტირების გზით ჩარიცხვის შემთხვევაში

  1. დუალური მიდგომით სწავლებისათვის სტუდენტების შერჩევა ხორციელდება სასწავლო საწარმოს მიერ, არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან 6 თვისა, რაც ეფუძნება სამართლიანობისა და გამჭვირვალეობის პრინციპებს;
  2. სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზების მიზნით, სასწავლო საწარმო წინასწარ შეიმუშავებს სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებს და ახორციელებს შერჩევის პროცესს აკადემიასთან კოორდინაციით;
  3. სასწავლო საწარმო ვალდებულია დუალური მიდგომით სწავლებისათვის შერჩეულ სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება და ასლი მიაწოდოს აკადემიას. ასევე, შესაძლებელია აკადემიას, სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, რაც გამორიცხავს სამმხრივი ხელშეკრულების მხარეებს შორის დამატებითი, ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობას;
  4. სასწავლო საწარმო დასაბუთებული არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია უარი განაცხადოს დუალური სწავლების პროცესში ჩართული სტუდენტის შემდგომ სწავლებაზე, რის შესახებაც ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობოს აკადემიას. აკადემია ვალდებულია განიხილოს სასწავლო საწარმოს არგუმენტაცია პროფესიული სტუდენტისათვის უარის თქმის შესახებ და პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტის სწავლება აკადემიაში სწავლების გზით.
  5. პროფესიული ტესტირების გზით დუალურ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ამ მუხლის დებულებები ითვლება კანონმდებლობით დადგენილი კონკურსის ჩატარების წესად, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.