სასერტიფიკატო Home »

აპლიკანტთა რეგისტრაცია

  1. აკადემია პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს ღია ან დახურული წესით;
  2. აპლიკანტი პროგრამაზე რეგისტრაციისათვის გადის ავტორიზაციას სპეციალურ ვებგვერდზე და რეგისტრირდება ელექტრონული განაცხადის მეშვეობით ან მიმართავს აკადემიას. რეგისტრაციის დახურული წესით გამოცხადების შემთხვევაში, პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციას ახორციელებს აკადემია ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
  3. აპლიკანტს ან აკადემიას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს ელექტრონულ სისტემაში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) ფაქტობრივი მისამართი/რეგისტრაციის მისამართი;

დ) ინფორმაცია აპლიკანტის განათლების შესახებ;

ე) მონაცემები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, დევნილის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.

  1. აპლიკანტის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება მის ელექტრონულ ფოსტაზე ერთჯერადი კოდის გაგზავნით.
  2. ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ირჩევს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამას.
  3. აპლიკანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს პროფესიული პროგრამაზე რეგისტრაცია.

 

აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტი განცხადებით მიმართავს აკადემიის დირექტორს;
  2. პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტის მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;

ბ)აპლიკანტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის/წარმომადგენლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა ან მშობლის მიერ გაცემული მინდობილობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა);

დ) პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების შესაბამისად – საბაზო განათლების ან უფრო მაღალი საფეხური/დონეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;

ვ) პირმა, რომელმაც განათლება მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის საფუძველზეც ხდება ჩარიცხვა პროგრამაზე – უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების დოკუმენტი;

ზ) იმ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა ენაზეც ხორციელდება პროგრამა. დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს ატესტატი/დიპლომი, თუ პირმა სასკოლო/ზემდგომი განათლება მიიღო პროგრამის განხორციელების ენაზე.  არაქართულენოვანი პირის მიერ ქართულენოვან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში – ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობისას პირს უტარდება გამოცდა აკადემიის მიერ. პირის მიერ ქართული ენის ფლობის დონის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, პირი ვერ ჩაირიცხება პროგრამაზე;

თ) სხვა დოკუმენტები პროგრამის სპეციფიკის მიხედვით, პროგრამაზე აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

 

აპლიკანტთა შერჩევა

  1. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა შერჩევას ახორციელებს აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მიმღები კომისია.
  2. აპლიკანტის შერჩევა ხორციელდება პროგრამაზე დაშვების წინაპირობების შემოწმების მიზნით, ის მოიცავს:

ა) აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წინმსწრები განათლებისა და სავალდებულოდ მოთხოვნილი დოკუმენტების არსებობისა და მათი  შესაბამისობის შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი სრულად არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას შექმნილი კომისია არ განიხილავს აპლიკანტის შერჩევის საკითხს;

ბ) პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პროგრამაზე დაშვების სხვა წინაპირობის შემოწმებას;

გ) პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შემოქმედებითი, სპორტული ან სხვა სახის ტურის ჩატარებას ან/და გასაუბრებას;

  1. აპლიკანტთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები კომისია ხმათა უმრავლესობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებები აისახება აპლიკანტთა შეფასების ფორმაში. შეფასებების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის შეფასება. შეფასებების საფუძველზე დგება რეიტინგული სია.
  2. შერჩევის პროცედურის დაწყებამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
  3. განსაზღვრული პროცედურის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, შერჩევის შედეგები ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;