საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა!

2021 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა!
🔵დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და ადამიანური რესურსების მართვის HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართა.
✅დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA დირექტორმა ია ერაძემ,
✅საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ
✅განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ
✅კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ
✅ადამიანური რესურსების მართვის HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ.
👉გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 25-მდე დამსაქმებელმა ორგანიზაციამ , რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს 200-ზე მეტი აქტიური ვაკანტური ადგილი. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, ლოგისტიკის და სხვა სფეროდან.
👉 სამუშაოს მაძიებლებმა მოახდინეს კომუნიკაცია და გასაუბრება გაიარეს პოტენციურ დამსაქმებლებთან.
👉საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი, სამუშაოს მაძიებელთათვის ერთ სივრცეში, ერთდროულად გაცნობოდნენ სხვადასხვა შეთავაზებას და ეპოვნათ მათთვის შესაფერისი სამუშაო ადგილი.
↪საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მადლობას უხდის ფორუმში მონაწილე დამსაქმებლებს ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის:
პსპ ფარმა; Greenway Logistic; ბუღალტერთა კავშირი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, ფოლადის სახლი, პური გულიანი, რიგი გასტროდუქანი, ქებული კლიმატი.
➡️საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური მუდმივად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე და წარმატებებს უსურვებს მათ.

კომენტარები

კომენტარი