საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დაჯილდოება

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დაჯილდოება

2017 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.
წლის შემაჯამებელი კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ანგარიში კი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა–მარი ბეზარაშვილმა გააცნო საზოგადოებას.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, რომელიც როგორც საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ სიგელითა და სიმბოლური პრიზით დააჯილდოვა, ასევე ქალბატონმა მარი ბეზარაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და ქალბატონ ია ერაძეს, სააგენტოსთვის წლის განმავლობაში გაწეული გვერდში დგომისა და თანამშრომლობისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი