საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, საბაჟო საქმისა და ლოგისტიკის მიმართულების მსმენელები საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ,,თბილისი“.
მსმენელებმა გეზის ტერიტორია დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი